როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინას საერთო აღმოაჩნდა „ვიაგრასთან“ – აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანს წამლების ერთი და იგივე საწარმო აწარმოებს.
მსოფლიო მოსახლეობის ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი ვაქცინაციის პროცესის მიმართ, რადგან მათი აზრით ვაქცინა ძალიან მცირე ხანში შეიქმნა და არ არის სანდო.
თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ 22 წლის წინ შექმნილი „ვიაგრა“ მსოფლიოს მაშტაბით ყველაზე სანდო და მოთხოვნადი წამლების სიაში შედის, ერთი და იმავე საწარმოს ჩართულობამ ამ საკითხში კრიტიკოსები დააფიქრა და სანდოობაც მეტად გაუჩნდათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ.
აღსანიშნავია, რომ „ვიაგრა“ 22 წლის წინ შეიქმნა და ის მსოფლიოში წამლების შავ ბაზარზე ყველაზე ხშირად გაყალბებული პრეპარატია. ამ წამლის მიმართ ძალიან დიდი სანდოობა არსებობს.