თეატრმცოდნე და კრიტიკოსი ლაშა ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში ქართველი და სერბი ტაქსის მძღოლების შესახებ წერს. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს მსგავსად, 2- დიპლომიან ტაქსის მძღოლებს სერბეთშიც შეხვდებით.
„აღმოჩნდა, რომ სერბებთან ბევრი საერთო გვქონია: მაგ. ტაქსისტები. აქაც – ორი დიპლომით და სხვა პროფესიით. ტაქსისტად კი არ დავბადებულვარ, ხმის რეჟისორად ვმუშაობდი თეატრშიო, – მითხრა. მთელი ცხოვრება თეატრში გავატარე და ახლა ვტაქსაობო. გამაცნო სერბული თეატრის რეჟისორები და მომიყვა სპეციფიკის შესახებ, რომ ამერიკული პიესის დადგმა კატეგორიულად აკრძალულია სცენაზეო“,- წერს ლაშა ჩხარტიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
სხვა სიახლეები