რა მოვლენების მომსწრე იქნება საზოგადოება 2015 წელს?

2014 წლის ნოემბრის ბოლო დეკემბრის დასაწყისიდან 2015 წლის მარტის 21 რიცხვამდე დაიწყება მიზანმიმართული პროვოკაციები, სისტემური და გლობალური ცვლილებებისთვის, რომლებიც გაგრძელდება ერთ ათწლეულს, – ამის შესახებ ასტროლოგმა თორნიკე ბიძინაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
ბიძინაშვილმა ასტროლოგიური თვალსაზრისით მოსალოდნელ მოვლენებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მომდევნო უახლოესი თვეების განმავლობაში საკმაოდ რთული პერიოდია მოსალოდნელი, ფინალურ სტადიაში, 2015 წელს კი მსოფლიოში არსებულ ბევრ კონფლიქტს წერტილი დაესმევა.
ასტროლოგის განცხადებით, საზოგადოება ბევრი პარადოქსული და შოკისმომგვრელი მოვლენის მომსწრე გახდება.
„ასტროლოგიურად ჯერ ისევ სატურნის წელია. სატურნი ასტროლოგიაში ცნობილია, როგორც დამსჯელი პლანეტა, მაგრამ ამ პლანეტას დასჯასთან ერთად ახასიათებს წარმატების, სიხარულის, დაწინაურების, განვითარების მოტანა.
სატურნის სიხარული ეს არის ის, რასაც დიდი ხანი ელოდით. სატურნი განსაღვრავს დროს და დისციპლინას ასტროლოგიაში. ვინც სატურნის პრინციპები არ დაარღვია, იყო კანონმორჩილი, მიზანდასახული, სისტემური, ზომიერი, ის მიღებს სატურნის ჯილდოს და ამაღლებას ცხოვრებაში. ეს ეხებათ როგორც ადამიანებს, ასევე სახელმწიფოებს.
რუსეთი როგორც 2014 წლის ცენტრალური ფიგურა მსოფლიო პოლიტიკაში უნდა დაისაჯოს, თუმცა ეს ჩემზე უკეთ ზემოთ იციან. კოსმიური კანონზომიერება არ დაუშვებს თავნებობას და ისეთ უზნეობას, როგორსაც დიდი და ძლიერი სახელმწიფოები ატარებენ ხშირად.
უახლოესი თვეების განმავლობაში საკმაოდ რთული პერიოდი გველოდება. ის რაც ხდებოდა 2014 წელს, ეს იყო სამზადისი ამ პერიოდის. წინ გველოდება ფინალური სტადია. 2015 წელის დასაწყისი იქნება საკმაოდ მძიმე. ამ დროს დაესმევა წერტილი ბევრ კონფლიქტურ საკითხს მსოფლიოში. 2014 წლის ნოემბრის ბოლო დეკემბრის დასაწყისიდან 2015 წლის მარტის 21 რიცხვამდე დაიწყება მიზანმიმართული პროვოკაციები, სისტემური და გლობალური ცვლილებებისთვის, რომლებიც გაგრძელდება ერთ ათწლეულს. ამ პერიოდში დაირღევევა საიდუმლო თუ ღია შეთანხმებები, მოლაპარაკებები. ჩვენ ვიქნებით ბევრი პარადოქსული და შოკისმომგვრელი მოვლენის მომსწრე. შევდივართ „პირველი ეკონომიკური ომის“ რეალობაში. და სიტყვა „ომი“ ხდება ისევ საკვანძო. ეს ომი მოიტანს მსხვერპლს და სამხედრო დაპირისპირებებს, მაგრამ ეს არის დამასრულებელი ფაზა და 2015 წელს უნდა დასრულდეს ეს ნეგატიური პერიოდი.
2015 წელი საინტერესოა იმით, რომ დასრულდება ქაოტური, სტიქიურად დამანგრეველი პროცესები. ჯამში 2015 წელი ბევრად უფრო დადებითია, ვიდრე წინა წელი. მომავალი წელი ეს არის განუკითხაობის დასრულების წელი. აპრილის თვიდან დაიწყებს დასტაბილურებას , პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია. ცხოვრების ხარისხი ბევრი ადამიანის ცხოვრებაში საგრძნობლად გაუმჯობესდება. კრიზისი, რომელიც წლებია აწუხებს ბევრ სახლემწიფოს, დასრულდება და დაეწყებათ ეკონომიკური ზრდა. 2015 წელს მსოფლიოს, ისევე როგორც თითოეულ სახელმწიფოს ექნება შანსი შეცვალონ ცხოვრება უკეთესობისკენ. ყველაფერი დამოკიდებულია უკვე ადამიანთა გონიერებაზე. ჩვენ ასტროლოგები ვაკეთებთ პროგნოზს, ხოლო ადამიანმა უნდა გამოიყენოს ეს ტენდენციები, ჩაჯდეს სამყაროს მხრიდან გამოშვებულ ენერგეტიკულად პოზიტიურ ნაკადში. მთავრია იყო საჭირო დროს საჭირო ადგილას და წარმატება გარდაუვალია.
უნდა აღინიშნოს ის , რომ მომავალი წელი ეს არის ტექნოლოგიური განვითარების წელი, საკმაოდ დიდ ნახტომს გააკეთებს კაცობრიობა ამ კუთხით. მომავალ წელს დასრულდება დაძაბული ასპექტი ურანსა და პლუტონს შორის, რომელიც დაიწყო 2012 წლის ზაფხულში და 3 წელი გაგრძელდა. ეს კი ხელს შეუწყობს კონფლიქტების დარეგულირებას, მშვიდობის დამყარებას, იკლებს დანაშაულები, ბუნებრივი კატაკლიზმები, სტიქიური უბედურობები.
ჯამში საკმაოდ პოზიტიური წელიწადია, რომელიც თვალშისაცემი იქნება 2015 წლის აპრილიდან და უფრო პოზიტიური იქნება აგვისტოს თვიდან მთელი წელი. ვურჩევდი ყველას, რომ იაქტიუროს, გააკეთოს მიზნის მისაღწევად მაქსიმუმი და წარმატების ალბათობა საკმაოდ დიდია. ამიტომ გამოიყენეთ მაქსიმალურად ეს დრო“, – ამბობს ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი.
ამასთან, ის დაახლოებით ერთი წლის წინ დაწერილ პროგნოზს იხსენებს, სადაც წერდა, რომ უკრაინაშისამოქალაქო ომი დაიწყებოდა, რაც აღსრულდა.
„2014 წელი ურთულესი პერიოდი იყო არა მარტო უკრანისთვის, არამედ თითქმის მთელი მსოფლიოსთვის. მსოფლიოში საომარი მდგომარეობები და ცხელი წერტილები იცვლიან გეოგრაფიულ მდებარეობებს. რთულდება ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე სოციალური პირობები, რაც სამწუხაროდ იგრძნობა საქართველოშიც“, – იხსენებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები