რა ნეგატიურ ტენდენციებს გააძლიერებს მარსი-სატურნის შეერთება

ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში მარსი-სატურნის შეერთებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
“გავლენა: 2-18 აპრილი
მაქსიმალური გამოვლენა: 5-15 აპრილი
პიკი: 11 აპრილი
2 აპრილს მარსი შეუერთდა სატურნს და მისი გავლენა 18 აპრილამდე გასტანს (პიკი 11 აპრილს იქნება). ასტროლოგიაში ეს ორი პლანეტა მკვეთრად ნეგატიურ გამოვლენაზე მიანიშნებს. ერთი მხრივ ეს არის დაპირისპირება, ბრძოლა და ომი, მეორე მხრივ კი – პრობლემა, წინაღობა, კრიზისი და საფრთხე. შეიძლება ითქვას, რომ ეს 2024 წლის თებერვლის მეორე დეკადის შემდეგ (როდესაც მარსი-პლუტონის შეერთება იყო), ეს ყველაზე რთული პერიოდია. უფრო მეტიც, 2-18 აპრილი ნეგატიური ფონით ბევრად უარესია, ვიდრე თებერვალი (მითუმეტეს, რომ ამავე პერიოდში, კონკრეტულად კი 8 აპრილს მოხდება მზის დაბნელებაც და ეს უფრო დაამძიმებს საერთო სურათს).
ზოგადი ტენდენციები
ბუნებრივია, პირველ რიგში ეს იქნება აგრესიული ფონის მკვეთრი ზრდა და კონფლიქტური გარემოებების შექმნა. ადამიანებში გაძლიერდება სისასტიკე და შეუბრალებლობა. შესაძლოა გაჩნდეს საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის საფრთხეც. შესაძლოა შეიქმნას მაპროვოცირებელი გარემოებები. ამიტომ ყველას წინდახედულობის, მოთმინების და დიპლომატიურობის გამოჩენა მართებს. ასეთი მიდგომა შეამცირებს დაპირისპირებების და კონფლიქტების ალბათობას.
გლობალურ დონეზე მკვეთრად მოიმატებს ტექნიკური ავარიების და კატაკლიზმების ალბათობა. მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას შესაძლოა გაჩნდეს ახალი შეიარაღებული კონფლიქტების საშიშროება ან უკვე არსებული კონფლიქტი შესაძლოა კიდევ უფრო დიდ მასშტაბში გადაიზარდოს. მოიმატებს ტერაქტების ალბათობაც.
ინდივიდუალურ დონეზე საყურადღებო იქნება 27 თებერვლიდან 10 მარტამდე დაბადებული ადამიანებისთვის. მათ მართებთ ყველაზე მეტი ყურადღება და სიფრთხილის გამოჩენა. განსაკუთრებით თუ მათი საქმიანობა უკავშირდება ცეცხლსასროლ იარაღს, დანადგარებთან მუშაობას, ბასრ და მჭრელ საგნებთან ურთიერთობას და ნებისმიერი ტიპის ექსტრემალურ გარემოებებს. წინდახედულობა და სიფრთხილე მკვეთრად შეამცირებს ნეგატიური შედეგის დადგომას.” – წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები