სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატი ილია ჯიშკარიანი ყოფილ შს მინისტრის სიძეა

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ცოლი ნანა გვენცაძეა. ის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის რომან გვენცაძის შვილია. ამის შესახებ “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

“პირველად ჩემთან მისი არაჩვეულებრივი მეუღლე მოვიდა. ეს ადამიანები ვიღაცები არ არიან. ბატონი ილია ჯიშკარიანის მეუღლე გახლავთ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, რომან გვენცაძის შვილი. ეს ოჯახი მოდის ტრადიციებით. სამართალიც კარგად იციან, აზროვნებაც კარგი აქვთ და ანალიზის უნარიც.

ბატონი ილიას მეუღლე გახლავთ ტრადიციული ქალბატონი, რომელიც არ გამოდის საჯაროდ, თუმცა ამ ბრძოლაში მეუღლესთან ერთადაა. ამ ეტაპზე არც ბატონი ილია ჯიშკარიანი და არც მისი მეუღლე მედიასთან არ კონტაქტობენ.“ – ამბობს მარიამ კუბლაშვილი.

“პრაიმტაიმმა“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის რომან გვენცაძის ინტერვიუ მოიძია, რომელიც ჟურნალ “რეიტინგში“ 2011 წლის ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნდა, სადაც ის შვილზე საუბრობდა.

“ნანა ქიმიკოსია. “გე­პეი“ წითელ დიპლომზე დაამთავრა, მაგრამ არ მუშაობს. ადრე გა­თხოვ­და, ახლა დიდი შვილები ჰყავს და მთელი ეს პერიოდი შვილების აღზრდას მოანდომა“ – ამბობდა რომან გვენცაძე.

წყარო: primetime.ge

 

კომენტარები

სხვა სიახლეები