რა მოხდება “ჩცდ-ს” ახალ სეზონში – ინტერვიუ “დოჩი ალიშბაიასთან”

საქართველოში ყველაზე პოპულარული ტელესერიალი ,,ჩემი ცოლის დაქალები“ აპრილის თვეში ეთერს დაუბრუნდება.
OK! დოჩი ალიშბაიას გმირს, მსახიობ ნანუკა გულუას ესაუბრა, რომელიც ახლახან დაბრუნდა ეგვიპტური არდადეგებიდან და ახალი ენერგიით გადაღებებისთვის მზად არის.
როგორც ცნობილი ხდება, გადაღებები კვირის ბოლოს დაიწყება და მსახიობებს სცენარი დაურიგდათ. თუმცა, რასაკვირველია, მისი დეტალები ჯერ-ჯერობით დაინტერესებული მაყურებლისთვის უცნობია.
,,ძალიან ცხელი, განსაკუთრებული და საინტერესო სეზონი იწყება, ეს იქნება მორიგი გამორჩეული სერიების დასაწყისი“ – ამბობს ნანუკა და არ გამორიცხავს, რომ საკუთარ გმირთან დაკავშირებითაც უამრავ საინტერესო სიახლეს შეიძლება ველოდოთ, ეს შესაძლოა ახალგათხოვილი დოჩის ორსულობასაც უკავშირდებოდეს.
როგორც მსახიობმა აღნიშნა, სერიალის სცენარი ეტაპობრივად იწერება და თითოეულ სერიასთან ერთად ვითარდება.

წყარო:http://www.okmagazine.g

კომენტარები

სხვა სიახლეები