„დინამო არენაზე“ “ერთა ლიგის” “პლეი ოფის” საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
საქართველო-სომხეთის მატჩის შემდეგ მაყურებელთა ნაწილი მინდორზე შევარდა, რასაც შესაძლოა, უეფასგან სანქციები მოჰყვეს.
შეგახსენებთ, პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა. ამრიგად, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთთან ორმატჩიანი “პლეი ოფის” მოგების შემდეგ უეფა-ს “ერთა ლიგის” B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი საქართველოს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.