რა მოხდა გია ჯაჯანიძის შოუს შემდეგ – ”არ მესმის ამდენი ნაგავი სად შეგროვდა”…

გია ჯაჯანიძემ შოუ ამჯერად  17 მაისს მიუძღვნა. ცხარე დებატების შემდეგ შოუ მსახიობმა ჯაბა კილაძემ დატოვა. მსახიობი ანრი ბიბილეიშვილი ბოლომდე ემოციურად გამოთქვამდა სათქმელს, თუმცა გაურკვევლი დარჩა, საბოლოოდ რისი თქმა უნდოდა.

ემოციურად საუბრობდა მულატკაც, რომელიც რატომღაც მორალის დამცველად მოგვევლინა და ამბობდა, რომ არატრადიციული ორიენტაციის ხალხი საერთოდაც უნდა დავწვათ. ჯაჯანიძის შოუს და ზოგადად ბოლო დროს ქართულ ტელევიზიებში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ხატია სიჭინავა წერს: ”თითო გადაცემიდან თითო გაქცეული. რატომ გვიკეთებთ ამას? შეშვით ამ საშინელ თემებს ხალხო”.

კესარია აბამიძე: ”მულატკაზე იმხელა აგრესია წამოვიდა, მტკვარი ვერ ჩამორეცხავს. გაოცებული ვარ მისგან ასეთი დამოკიდებულებით, არ ველოდი”.

ია ფარულავას კი როგორც ჩანს, ზოგადად გადაცემებში სტუმრობის სურვილი დაეკარგა და შემდეგი სტატუსი დაწერა:

”იმდენად ლამაზი და თბილი გადაცემა გააკეთა ჩემზე ეკა ხოფერიამ , მიხვდი რომ ასეთი ვეღარ განმეორდება ამიტომ გადავწყვიტე კარგა ხანი აღარ გამოვჩნდე ეკრანზე (ნუ ნანუკა ადრე ჩავწერეთ) არც როგორ სტუმარი არც როგორ ჟიური თუ წამყვანი თუ რაც არის.

მერე რა რომ ახლა ყველაზე მაგარ ფორმაში ვარ. ცოტა არ იყოს და გული მერევა ტელევიზორს რომ ვუყურებ არ მესმის ამდენი ნაგავი სად შეგროვდა”…

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები