თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი ამბობს, რომ მას ქართველებში ყველაზე მეტად ურთიერთდამოკიდებულება მოსწონს.
ამის შესახებ მან ეკა ხოფერიას ტოქშოუში სტუმრობისას ისაუბრა. “მართალია ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ ვხედავ თქვენს შორის დამოკიდებულებას, იმას, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ ქართველებს ერთმანეთის მიმართ, შეიძლება ორი უცნობი ადამიანი შეხვდეს, მაგრამ მათ ერთმანეთი უცხოდ არ ჩათვალონ, შეიძლება ამას ვერ ამჩნევდეთ, მაგრამ უცხოელი ამას კარგად ხედავს, ყველაზე მეტად ეს თვისება მომწონს თქვენში, მჯერა, რომ ამ თვისებას ქართველი ხალხი არასოდეს დაკარგავს“,-აღნიშნა მურატ ილდირიმმა ეკა ხოფერიას შოუში. მურატ ილდირიმმა თურქული სერიალების პოპულარობის მიზეზებზეც ისაუბრა.
“სიყვარული, ქალი, ურთიერთობა – ეს არის ის თემები, რაზეც თურქული სერიალები იქმნება, სართო კულტურა არის ალბათ ერთ-ერთი მიზეზი, რომ ქართველ მაყურებელს უყვარს სერიალები, თუმცა არა მარტო საქართველოში თურქული სერიალები ბალკანეთში, ამერიკაშიც პოპულარულია. თურქულ სერიალებში წამოწეულია ის ადამიანური პრობლემები, რაც ყველგან არსებობს. ალბათ, ეს არის მიზეზი ამ პოპულარობის. რაც შეეხება ქალბატონების პრობლემებს, სერიალები, ძირითადად, სიყვარულზეა და სიყვარული ხომ ქალბატონებსა და მამაკაცებს შორის არის. სერიალები აჩვენებენ, როგორი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს ქალების მიმართ და ალბათ ეს არის ის, რის გამოც სერიალები მთელ მსოფლიოში მოსწონთ. ვფიქრობ, ქალები არიან ჩვენი ძირითადი მაყურებლები“,-აღნიშნა მსახიობმა.
სხვა სიახლეები