“რა მნიშვნელობა აქვს „იმედი“ იქნება თუ „რ-2“,” – კოტე მათითაშვილი

ექიმი კოტე მათითაშვილი, რომელიც კოლეგებთან, ნინო ჩოგოვაძესა და ლევან ხარაშვილთან ერთად 31 დეკემბრიდან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოჩნდება,  იმ უარყოფით კომენტარებს ეხმაურება, რომლებიც მათი “რუსთავი – 2”-  დან გადასვლამ გამოიწვია.
„აი, რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიქნებით! ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ კარგად და მონდომებით, „იმედი“ იქნება თუ „რ-2“, მთავარი გუნდია და ადამიანები, ვინც ამ საქმეს აკეთებდნენ და აკეთებენ! რა დაგემართათ, ადამიანებო, შეირგეთ და შეგვარგეთ რა! ვმუშაობთ და თავს არ ვიზოგავთ, რა ხელფასი, რის ხელფასი! წარმოდგენა არ გაქვთ, რა ხდება ტელევიზიებში და აქ იმოძღვრებით! არ შეიძლება ნეგატივის გაერეშე რომ წეროთ ?????? ვახ!“ – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები