,,მაქსიმის” სპეციალისტებმა მოამზადეს სტატისტიკა, სადაც ნაჩვენებია, თუ რა მიმართულებით იძახებენ ყველაზე ხშირად ტაქსის თბილისში.
პირველ ადგილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იკავებს. თბილისის მასშტაბით საერთო გამოძახებების 1% ამ მისამართზე მოდის.
პოპულარულ ადგილებს შორის მეორე ავტოსადგური ,,ოკრიბაა” – 0,65%.
მესამე ადგილზე კი ტაქსის გამოძახების მიხედვით ,,თბილისი ცენტრალია” – 0,60%-ით.
დაახლოებით, მსგავსი პროცენტობა აქვს ,,თბილისი მოლსა” და სავაჭრო ცენტრ ,,ისთ ფოინთს” – 0,25% და 0,22%.
პოპულარულ ადგილებს შორის ათეულშია: მეტრო «ახმეტელი», მეტრო «ისანი», მეტრო «ვარკეთილი» და იუსტიციის სახლი.
თბილისში ყველაზე პოპულარული ადგილების რეიტინგი:
- თბილისის საერთაშორისო აეროპორტი — 1,00%;
- ავტოსადგური «ოკრიბა» – 0,65%;
- «თბილისი ცენტრალი» – 0,60%;
- «თბილისი მოლი» – 0,25%;
- მეტრო «ახმეტელი» – 0,24%;
- სავაჭრო ცენტრი «ისთ ფოინთი» – 0,22%;
- მეტრო «ვარკეთილი» – 0,20%;
- თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალი (ორთაჭალა) — 0,16%;
- მეტრო «ისანი» – 0,16%;
- თბილისის იუსტიციის სახლი — 0,15%
,,რკინიგზის სადგურები, აეროპორტები და სავაჭრო ცენტრები ტაქსით მგზავრობის პოპულარული მიმართულებებია, ვინაიდან ხალხი, როგორც წესი, მგზავრობს ხელბარგით და სწორედ ეს იწვევს ტაქსის გამოძახებების საკმაოდ დიდ რაოდენობას”, – განაცხადა თბილისის განვითარების ხელმძღვანელმა, თორნიკე კირკიტაძემ.