რა მეთოდით დაიკლო ნიკა მელიამ 24 კილოგრამი

ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ საზოგადოების ინტერესი მისმა ფიზიკურმა ცვლილებამაც მიიპყრო. მინუს 24 კილო – ეს არის წონა, რომელიც ნიკა მელიამ საპატიმროში ყოფნის დროს დაიკლო. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ მედიასთან აღნიშნა, ამ პერიოდის განმავლობაში ის მხოლოდ წვნიანით და დღეში მხოლოდ ერთხელ იკვებებოდა.
“სუპები, მჟაუნას და რაგუს წვნიანი, დღეში მხოლოდ ერთხელ, დღისით ვჭამდი,” – აღნიშნა ნიკა მელიამ წონაში მკვეთრი კლების მიზეზზე საუბრისას.
ნიკა მელიამ საპატიმროში 2 თვეზე მეტი გაატარა. მას პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა და ციხე გუშინ დატოვა. ენმ-ს თავმჯდომარეს რუსთავში მდებარე საპყრობილესთან ოჯახის წევრები და თანაგუნდელები დახვდნენ.
შარლ მიშელის 5 პუნქტიანი გეგმის მიხედვით, ნიკა მელიამ რუსთავის ციხე ევროკავშირის მიერ 40 000 ლარის გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები