რა მდგომარეობაშია ილონ მასკის ავტომობილი, რომელიც კოსმოსში გაუშვეს

 

დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კოსმოსში SPACE X-მა სასტარტო პლატფორმა Pad 39A-დან ილონ მასკის პირადი ავტომობილი კოსმოსში გაუშვა.
ავტომობილის საჭესთან მანეკენი “Starman”-ი ზის და SpaceX-ის საცდელი კოსმოსური სკაფანდრი აცვია. საინტერესოა, როგორ გრძნობს თავს “Starman”-ი, რომელმაც დედამიწის ორბიტაზე ერთი წელი გაატარა?
ელექტრომობილი ჯერ დედამიწის ჰიპერბოლურ ორბიტაზე გავიდა, შემდეგ კი შორეულ კოსმოსში გააგრძელა გზა. მისი აპოგეა (მზისგან ყველაზე დიდი მანძილი) მარსის ორბიტაზე გადის, ხოლო პერიგეა დედამიწასთან ახლოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები