“რა მაქვს დასამალი?” – ზუზუს დედა ექსპერტიზის დასკვნაზე საუბრობს

მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი 16 აგვისტოს, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის დედამ, ციალა ბეჟაშვილმა „სარკესთან“ შვილის გარდაცვალების მიზეზზე და ექსპერტიზის დასკვნაზე ისაუბრა.
“მითხრეს, თუ გინდათ, ნუ იტყვითო, მაგრამ რა მაქვს დასამალი?! ფსიქოტროპულ წამალს რომ სვამდა, არაფრით შეიძლებოდა, ამ დროს სასმელ დაელია. დილით წამალს სვამდა, საღამოს – სასმელს. სულ ვეუბნებოდი, არ შეიძლება და ნუ სვამ-მეთქი. გულმა ვეღარ გაუძლო”, – აღნიშნა ციალა ბეჟაშვილმა გამოცემასთან.

კომენტარები

სხვა სიახლეები