თბილისში მსოფლიო ფეხბურთის გრანდი, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ”ბარსელონა” ჩამოვიდა. თბილისი იყო ასევე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ლეგენდად ქცეული არგენტინელი ლიონელ მესიც, რომელიც, ბევრი გულშემატკივრის აზრით არა მარტო თანამედროვეობის, არამედ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. საინტერესოა, თუ რომელი ავტომობილები ჰყავთ ლეო მესის და ”ბარსას” სხვა ვარსკვლავებს.
ლიონელ მესი და ხერარდ პიკე Audi A3 Sportback e-tron-ით
როგორც იცით, საფეხბურთო გრანდებს კონკრეტული სპონსორები ჰყავთ და მათი ფეხბურთელებიც ვალდებულები არიან, რომ ვარჯიშებზე სწორედ სპონსორების მიერ ნაჩუქარი ავტომობილებით იარონ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირადი მოხმარებისთვის მათ სხვა ავტომობილებით გადაადგილება ეკრძალებათ. ამიტომაც, მილიონერი ფეხბურთელები ვარჯიშებზე სპონსორი მარკის მოდელებით დადიან, პირადად კი სხვა მანქანები ჰყავთ.
მაგალითად, ტურინის ”იუვენტუსის” მოთამაშეები ”ჯიპებით” გადაადგილდებიან, რადგან Jeep იტალიური გრანდის გენერალური სპონსორია. ”მანჩესტერ იუნაიტედს” ამერიკული ”შევროლე” ასპონსორებს და ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ უეინ რუნის და კომპანიას ძირითადად ”შევროლე კორვეტი” ან ”შევროლე კამარო” ჰყავთ. რაც შეეხება ”ბარსელონას”: მესის, ნეიმარს, სუარესს და კომპანიას ავტომობილებით გერმანული ავტომწარმოებელი ”აუდი” ამარაგებს (სხვათა შორის ისევე, როგორც მადრიდის ”რეალს” და მიუნხენის ”ბაიერნს”).
ლიონელ მესი და Audi A7
მესიმ წელს ვარჯიშებზე სასიარულოდ Audi A7 აირჩია, ისე კი, პირადი მოხმარებისთვის შემდეგი ავტომობილები ჰყავს:
ლეო მესის ავტომობილები
1. Ferrari F430 Spider, 2009.
2. Maserati GranTurismo MC Stradale, 2010.
3. Audi R8 Spyder, 2014
4. Maserati GranTurismo S, 2012
5. Dodge Charger SRT8, 2014
6. Audi Q7, 2014
7. Audi A7, 2015
ბრაზილიელი ნეიმარის არჩევანი Audi Q5 გახლავთ; ხერარდ პიკეს Audi Q7 და Audi A3 Sportback ჰყავს; ლუის სუარესმა არჩევანი Audi Q5-ზე შეაჩერა; ივან რაკიტიჩმა – Audi A7-ზე, ხოლო ანდრეს ინიესტამ კი Q7 აირჩია. სხვათა შორის, სწორედ Q7-ით გადაადგილდება ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკეც.
ანდრეს ინიესტა ვარჯიშებზე Audi Q7-ით დადის
ივან რაკიტიჩის არჩევანი: Audi A7
ნეიმარი და მისი Audi Q5
ასევე Audi Q5 ჰყავს ლუის სუარესსაც
გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე კი ვარჯიშებზე Audi Q7-ით დადის