რა ლექსი მიუძღვნა პოეტმა სანდრო უსტიაშვილმა გივი ბერიკაშვილს

პოეტმა სანდრო უსტიაშვილმა გივი ბერიკაშვილს ლექსი მიუძღვნა. მან ლექსი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დადო.
როგორც ამოკი, დღეს სევდა მახრჩობს!
ტირილი მინდა თოთო ბავშვივით,
რადგანაც ზევით – ღრუბლებთან ახლოს
ქრის სული გივი ბერიკაშვილის…
…დღეს ქარიც ჰგოდებს, ზარს ამბობს ხმიანს
ნერვებდაშლილი და ფრთებაშლილი.
ამ გლოვას თბილი სახელი ჰქვია –
ძვირფასი გივი ბერიკაშვილი.
ნიჭს, მუზას, ღიმილს დაღვრემილს ვხედავ –
ღმერთკაცთან მათი შეწყდა კავშირი.
გულმდუღრად ჰგოდებს ადგილის დედაც:
აღარ გვყავს გივი ბერიკაშვილი!..
ერს უყვარს, ვინაც იცხოვრებს მართლად,
ვინც კაიკაცობს და ერიშვილობს.
გულებში მუდამ გვენთები სანთლად
შენ, დიდო გივი ბერიკაშვილო.

კომენტარები

სხვა სიახლეები