წარმატებული მოდელი ქრისტინე ძიძიგური ერეკლე მეორის შთამომავლის, პრინც ხუან (იოანე) ბაგრატიონის მეუღლეა. იგი საფრანგეთში “დიორის” პარფიუმის სახლის სახე გახდა. საქართველოდან გამგზავრებამდე კი ანსამბლ “ერისიონში” ცეკვავდა, 2008 წელს “ვიცე-მის საქართველოს” ტიტული მოიპოვა და მალაიზიის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდა.
გაზეთ „გზას“ ქრისტინემ გაუმხილა, რომ იგი ლეონარდოს იცნობდა. „ლეონარდოს რამდენჯერმე შევხვდი: ჯერ კანის კინოფესტივალზე და შემდეგ – პარიზში. ვისაუბრეთ რუსეთ-საქართველოს ომზეც. მან ყველაფერი იცოდა და ისიც მითხრა, რომ ამ ომში საქართველოს გულშემატკივრობდა. ვფიქრობ, ის ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ადამიანია.“ ქართველი მოდელი სოციალურ ქსელში „ოსკარის“ დაჯილდოების დროს ლეონარდოზე ბევრს წერდა და გულშემატკივრობა.
სხვა სიახლეები