რა იწინასწარმეტყველა ნოსტრადამუსმა 2016 წლისთვის

მიშელ დე ნოსტრადამი, უფრო მეტად ნოსტრადამუსად ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი გახლდათ, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნეში მოღვაწეობდა. სწორედ მან იწინასწარმეტყველა მრავალი ტრაგიკული შემთხვევა ისტორიაში, მათ შორის ძმები კენედების სიკვდილი, ჰიტლერის ძალაუფლების სათავეში მოსვლა, ნაპოლეონის მარცხი და მსხვილი ტერორისტული აქტები.
2016 წლისთვის ფილოსოფოსმა რამდენიმე საკვანძო მომენტი გამოყო.

ამერიკის უკანასკნელი პრეზიდენტი
ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებაში ნახსენები იყო, რომ 2013 წელს ბარაკ ობამა მოიგებდა არჩევნებს და ის იქნებოდა ამერიკის უკანასკნელი პრეზიდენტი.

ბუნებრივი კატაკლიზმები
ნოსტრადამუსი წერდა, რომ წყალი დედამიწას დაფარავდა. მისი თქმით, ჩვენ გველის უცნაური მოვლენები კოსმოსიდან.

ხანძარი ახლო აღმოსავლეთში
სპარსეთის ყურის შესახებ მთავარი წინასწარმეტყველება გახლავთ ის, რომ ახლო აღმოსავლეთი ნავთობის დიდი ოდენობის გამო დაიწვება.

მყინვარების გალღობა
ნოსტრადამუსმა გლობალური დათბობა იწინასწარმეტყველა, რომელიც წყალდიდობებს გამოიწვევს.

რუსეთი დააბრუნებს მშვიდობას
თუ რუსები ევროპასთან და დასავლეთთან კოალიციაში არ იქნებიან ომის დაწყების წინ, ნოსტრადამუსის თქმით, ”სამხრეთის მეფე აკვილონიდან” (მინიშნება რუსეთზე) საბოლოოდ მშვიდობას დაამყარებს.

წყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები