რა ისტორიას ყვება ნინო გიორგობიანი – “მდია სადარბაზომდე, ასე უთქმელად, მშვიდად… ლიფტშიც კი არ შევიდა უჩემოდ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი, ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში ბათუმში შეძენილი ახალი მეგობრის შესახებ წერს.

ნინო გიორგობიანის ახალი მეგობარი მიუსაფარი ძაღლია, რომელმაც უკანა გზაზეც კი გამოაცილა და გვერდიდან არ მოშორდა.

,,ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა და მინდა, გაგიზიაროთ. ბათუმში ვარ. საღამოს სასტუმროში მივდიოდი მეგობართან ერთად, უცებ ეს უსაყვარლესი, სასწაული ძაღლი წამომყვა… გვერდიდან არ მშორდებოდა. ჩემს მეგობარს ვუთხარი, არ შეშინებოდა. მდია სადარბაზომდე, ასე უთქმელად, მშვიდად…ლიფტშიც კი არ შევიდა უჩემოდ, დამელოდა. ნომერში შევიპატიჟე. იჯდა და წყნარად ისმენდა საუბარს. როცა წამოვედი, უკან გზაზეც გამომაცილა… ბათუმში დღეიდან ახალი მეგობარი მყავს.
ამ საღამოს მინდოდა, რომ გამეზიარებინა ეს ამბავი და მოგიყევით”, – წერს ნინო გიორგობიანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები