მეთოდები, რომლებსაც ქართველები “პახმელიის” წინააღმდეგ იყენებენ, სპეციალისტის რჩევა და ის, რაც ამ დროს სასტიკად იკრძალება
“პახმელია”, ანუ ნაბახუსევი და ახალი წელი, ფაქტობრივად, განუყოფელი ცნებებია. ცნობილი ამბავია, რომ მაღალხარისხიანი ალკოჰოლური სასმელის მომხმარებლები ნაბახუსევის სიმწვავეს უფრო ნაკლებად განიცდიან, თუმცა, მთლად ყველაფერს მხოლოდ მიღებული სასმელის ხარისხთან ვერ დავაკავშირებთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, დალეული სასმელის რაოდენობაც. ზედმეტად დათრობის, ე.წ. გადათრობის შემთხვევაში, ნაბახუსევი, როგორც წესი, ძალიან რთულ ფორმებში გამოიხატება და ექიმები, უპირველესად, დალევის დროს ზომიერების დაცვას გვირჩევენ.
აღმოჩნდა, რომ ქართველი მამაკაცების უმეტესობა, უპირატესობას “ხაშს, ხარჩოს, ბოზბაშსა და სხვა ცხელ კერძებს” ანიჭებს. 12% “პახმელიის” დაძლევას დაბალალკოჰოლიანი სასმელებით, უპირატესად ლუდით ცდილობს. 9%-ს შხაპის მიღება და ძილის გაგრძელება შველის. ხოლო, დარჩენილ 12% კი, ირწმუნება, რომ პახმელია არ აქვთ და განთიადის ეს ტანჯვა მათთვის უცხოა.
ორგანიზმში მჟავიანობის თანაფარდობის პრინციპით საუკეთესოა ვაშლისა და ბროწეულის წვენი. ზოგი სპეციალისტის აზრით, “პახმელიის” სინდრომის მოსახსნელად, საუკეთესოა ნახევარ ლიტრ ცხელ ჩაიში გახსნილი 8-10 სუფრის კოვზი თაფლისა და ერთი ლიმნის წვენის ნაზავი, რაც საკმარისია, რომ კაცმა თვალებში გამოიხედოს. რძისა და მაწონის სიკეთე ბევრს თავის თავზე გამოუცდია, რადგან ისინი შეიცავენ ცილებს, რომლებიც ანეიტრალებენ ორგანიზმში დაგროვილ ტოქსიკურ ნივთიერებებს, მათ შორის, როგორც ზემოთ ვახსენეთ, ძმარმჟავა ალდეჰიდს. “პახმელიის” დროს საჭიროა, თავი შეიკავოთ ზოგიერთი პოპულარული ჩვევისგან, რომელიც ვითომ “პახმელიის” მოხსნას უწყობს ხელს. ამიტომ არ მიიღოთ მაგარი ჩაი და მაგარი ყავა, რადგანაც იგი გულზე ამაჩქარებლად მოქმედებს და, შესაძლოა, სავალალო შედეგით დამთავრდეს. ასევე უკუეფექტი მოაქვს ცხელი გოგირდის აბანოს და საუნას, რადგან პახმელიის დროს ცხელი ორთქლი და მაღალი ტემპერატურა თავბრუსხვევას და გულის წასვლას იწვევს.
რაც შეეხება ხაშს… როგორც ცნობილია, კარგ სახაშეში, თითოეულ ჯამში ხაშის თანმხლები ხორცის ნაჭრები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ ნებისმიერი გემოვნების კაცი დარჩეს კმაყოფილი. კანჭის ნაჭერი, ფაშვის ორიოდე ნაჭერი (ე.წ. “პირსახოცი”), ბარკლის პატარა ანათალი, კოჭის ფრაგმენტი – აი ასეთი შემადგენლობით მორთმეული ხაში თვლება სრულყოფილად და საუკეთესოდ. თუმცა, ყველას როდი აღაფრთოვანებს ხაში და სხვა ცხელი წვნიანები….
სანამ დედამიწაზე ალკოჰოლური სასმელები იარსებებს, მანამდე მარადიულ პრობლემად დარჩება “პახმელია” და ყოველთვის იქნება საუკეთესო საპახმელიო საშუალებების მოძიებისა და მიგნების მცდელობები. ისე კი, ვინაიდან ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის, “პახმელიაზე” გამოსვლის საშუალებებიც მუდამ მრავალგვარი და ურთიერთგანსხვავებული იქნება.
წყარო:https://allwine.ge