“რა ევროპა, როგორ გეკადრება? რუს ტურისტს ელოდება ყველა, შემოუშვით ეს ოხრები და დახარჯონ აქ ფული” – ია ფარულავა
მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა მიიჩნევს, რომ რუსი ტურისტების შემოშვებასთან დაკავშირებით პრობლემა არ უნდა იქმნებოდეს, რადგან ეს ქართულ ეკონომიკას სჭირდება.
როგორც მან “რუსთავი 2”-ის ეთერში აღნიშნა, ქვეყანაში არსებულ პატარ-პატარა საოჯახო სასტუმროებში სწორედ რუსი ტურისტები შედიან და არა ევროპელები.
ამიტომ მსახიობი თვლის, რომ მათი შემოსვლის პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან “აქ ფულს ხარჯავენ
“ჩამოდის, რომ ფული დახარჯოს და შენს ეკონომიკას დაეხმაროს, გაეშვი რა. უამრავი ხალხი გვიყურებს, რომლის სასტუმროებიც დაკეტილია, რეგიონებში, აქეთ-იქით… რუს ტურისტს ელოდება ყველა.
შენ რა გგონია ირანელების, ისრაელის და ევროპის იმედად არიან. რა ევროპა, როგორ გეკადრება. 75% ევროპა არის კარგ სასტუმროებში, მაგრამ პატარ-პატარა სასტუმროებში, ხალხმა რომ იწვალა და საოჯახო სასტუმრო გააკეთა, იქ შედიან ეს რუსი ტურისტები.
გახსენით ეს ოხერი გზა, შემოუშვით ეს ოხრები და დახარჯონ აქ ფული, აღარ შემიძლია” – განაცხადა ია ფარულავამ.