რა და რატომ არ უნდა ვუთხრათ მამაკაცებს

მამაკაცებს აღიზიანებთ ქალის უამრავი საქციელი, მაგრამ თუ არ გინდათ, რომ საბოლოოდ გააქციოთ ის თქვენი ცხოვრებიდან, არასოდეს გამოიყენოთ შემდეგი ფრაზები:

„დედიკოს ბიჭი“- მამაკაცებს აღიზიანებთ, როდესაც ქალები მათ დედებს ეხებია., წარმოიდგინეთ, რომ იგივე გითხრათ თქვენც მამაკაცმა: „შენ ისეთი ხარ, როგორიც დედაშენი“.

„მელოტდები, სუქდები ან კიდევ ბერდები“.- ეს სიტყვები თუნდაც სიყვარულით რომ უთხრათ თქვენს რჩეულს, ის ძალიან გაბრაზდება, რადგან მას უნდა თქვენს თვალში შეუდარებელი იყოს.

„სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ“- მამაკაცს ყოველთვის აშინებს სერიოზული საუბარი. მათ ყოველთვის ეშინიათ, რომ საუბარი შეიძლება ქვეყნის დასასრულს შეეხოს. ასე, რომ ეცადეთ სერიოზულად საუბრის წინ ცოტათი შეამზადოთ თქვენი რჩეული.

„ესენი შენი მეგობრები არიან?“- მისი მეგობრები შენში სიმპათიას უნდა იწვევდნენ. არასოდეს უთხრა მას რაიმე უარყოფითი მეგობრებზე.

„საყვარელი გოგოა, ხო?“- არასოდეს დაუსვა კითხვა სხვა გოგონებთან დაკავშირებით, რადგან მამაკაცმა ამ დროს არ იცის, რა პასუხი გასცეს გოგოს. ამიტომ შეიძლება მოტყუებული თავად დარჩეთ.

„ჩემი ყოფილი“- არ ახსენოთ თქვენი ყოფილი შეყვარებული, რადგან ამან შეიძლება უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვიოს თქვენ მიმართ. მამაკაცებს არ უყვართ, როდესაც სხვას ადარებენ. მათ მხოლოდ პირველობა უყვართ.

კომენტარები

სხვა სიახლეები