რა დაემართა კნუტს, რომელიც ქალმა სარეცხის მანქანაში გარეცხა

ბრიტანეთის ქალაქ ნოტინჰემში ქალმა თავისი კნუტი 60 გრადუსის ტემპერატურაზე სარეცხის მანქანაში გარეცხა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
როგორც 47 წლის ლიზა კიფმა განაცხადა, კატას სარეცხის მანქანაში ხშირად ეძინა და ეს მისი საყვარელი ადგილი იყო, რეცხვის წინ მან კნუტი მანქანიდან ამოიყვანა, მაგრამ ცხოველი ჩუმად უკან შეძვრა.
როდესაც ქალმა მანქანა ჩართო, ის ხმით მიხვდა, რომ ბობი შიგნით იყო, მაშინვე მანქანა გამორთო და ცხოველი ამოიყვანა.
კატამ სარეცხის მანქანაში ორი წუთი გაატარა. როდესაც ის ექიმთან წაიყვანეს, ვეტერინარმა კნუტს გადასხმა გაუკეთა. ორი საათის შემდეგ ბობი თავს მშვენივრად გრძნობდა.
„ახლა ის სარეცხის მანქანას ახლოს აღარ ეკარება“ – ამბობს ლიზა კიფი.

13866911_10206478517913349_2064383526_n

13672367_10206478517953350_257105360_n

კომენტარები

სხვა სიახლეები