რა დაავადებებზე მიგვანიშნებენ ჩვენი ხელის გულები
ხელების კარგად დათვალიერებით შეიძლება შევიტყოთ, თუ რა გვაწუხებს და რით ვართ დაავადებული. ჩინელი მედიკოსების აზრით, ხელისგულის გარკვეულ ნაწილებზე დაწოლის შედეგად გამოწვეული ტკივილის შეგრძნებები შინაგანი ორგანოების მუშაობაში არსებული ნორმიდან გადახვევაზე მიანიშნებს.
თუ გვაქვს სტაფილოსფერი შეფერილობის ხელის გული, შეიძლება ვთქვათ, რომ გვაწუხებს კვებითი ალერგია (ციტრუსების მიმართ) ან ჩვენი ღვიძლი არ არის კარგ მდგომარეობაში.
ყვითელი შეფერილობის ხელები – ჩვენს ნაღვლის ბუშტს ძალიან უჭირს.
ხელის ზედაპირზე უფერო ლაქები – მაჩვენებელია იმისა, რომ ნაწლავის ფუნქცია ჩვენ ორგანიზმში არის დარღვეული
მშრალი კანი და ცხელი ხელისგულები დამახასიათებელია ქრონიკული ბრონქიტით დაავადებული ადამიანებისათვის.
ცივი და, ამავდროულად, ცისფრად შეღებილი ხელები მაჩვენებელია იმისა, რომ თქვენ გაწუხებთ გულსისხლძარღვთა სისტეა.
ცივი ხელები და, ამავე დროს, ოფლიანი, მაჩვენებელია ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაავადებისა.
ოფლიანი ხელები – როცა დაძაბულია ნერვული სისტემა, გამოწვეული ტკივილის შეგრძნებები შინაგანი ორგანოების მუშაობაში არსებული ნორმიდან გადახვევაზე მიანიშნებს.
არათითისა და საჩვენებელი თითის მეორე და მესამე ფალანგებს შორის მუხლია.
სახსრების შესიება და შეშუპება პოლიართრიტის ნიშანია.
ცერა თითი და წერტილი მის ფუძესთან ხელისგულზე სასუნთქი სისტემის ზონაა.
მარჯვენა ხელის ცერა თითი მარჯვენა ფილტვზე, ხოლო მარცხენა – მარცხენა ფილტვზე აგებს პასუხს. ამ ადგილში ტკივილსა და დაბუჟებას არაფრით წაუყრუოთ. შეეშვით მოწევას .
ცერა თითი და წერტილი მის ფუძესთან, ხელისგულის ზურგის მხრიდან გულის არეა. თუ ამ წერტილზე მეორე ხელის თითების მოჭერა ტკივილს იწვევს შეიძლება, ორგანიზმი ამ გზით გულის იშემიური დაავადების დაწყების შესახებ გაფრთხილებთ.
ბორცვი და შუა თითებს შორის არე შარდ-სასქესო სისტემის მდგომარეობაზე აგებს პასუხს.
ხელისგულის ცენტრი ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის წერტილ-ინდიკატორია. ამ ადგილზე დაჭერის დროს ტკივილი იმის დასტურია, რომ მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფებით. ასე ხომ ნერვულ აშლილობამდეც აღარაფერი დარჩება, ამიტომაც ნერვებს ყველანაირად უნდა გაუფრთხილდეთ!