რა გახდა მეთიუ პერის გარდაცვალების მიზეზი

სერიალ, “Friends” -ის ერთ-ერთი მთავარი გმირის, მეთიუ პერის გარდაცვალებამ მთელი მსოფლიო შეძრა. გულშემატკივრები წერენ, რომ მსოფლიომ შესანიშნავი მსახიობი, მაგრამ მათ ნამდვილი “მეგობარი” დაკარგეს.
სერიალი მართლაც არაერთ ადამიანს დაეხმარა რთული პერიოდის გადატანაში, მასში გადმოცემული მეგობრობის, სიყვარულის, ერთგულების, თანადგომისა თუ უბრალოდ ადამიანური ურთიერთობების გავლენა იმდენად დიდია, რომ პერსონაჟები რეალურად იქცნენ გულშემატკივართა ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. მეთიუ პერიც ექვსი ასეთი ადამიანიდან ერთს, ჩენდლერ ბინგს განასახიერებდა.
მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის ცხედარი მისსავე სახლში, ლოს ანჯელესში, აბაზანაში 28 ოქტომბერს, დღის 4 საათზე იპოვეს. მეთიუს რთული ცხოვრება ჰქონდა და მუდმივად ებრძოდა მარტოობასა და დეპრესიას. ის სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულიც იყო და გამოჯანმრთელება არაერთხელ სცადა. მეთიუს ცხოვრების ყველაზე რთული მონაკვეთი სწორედ მაშინ იყო, როცა სერიალი “მეგობრები” პოპულარობის ზენიტში იყო.
Los Angeles Times იუწყება, რომ გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა გარდაცვალების ადგილას არ აღმოუჩენიათ არავითარი ნარკოტიკული საშუალება, არ შეინიშნება არც ძალადობის კვალი. გარდაცვალების მიზეზი კი ჯაკუზიში დახრჩობა ან გულის შეტევა შეიძლება გამხდარიყო.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები