9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც ფილარმონიაში გაიმართა, კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების” ახლებური ვერსია მამაკაცებმა შეასრულეს.
კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა „ტიტების“ ახალ ვერსიაზე, რომელიც მხოლოდ მამკაცებს უნდა შეესრულებინათ, რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა.
მან ხაზი გაუსვა მამაკაცების როლს საქართველოს ისტორიაში და თუ როგორ უმღერიან ისინი ქალბატონებსა და სამშობლოს.
რა გამოხმაურება მოჰყვა “ტიტების” ახალ ვერსიას, რომლის პირდაპირი ეთერი ფილარმონიიდან “პრიამ-ტაიმიმმა” გაახორციელა.
საზოგადოების ნაწილი სიმღერის ახლებურ ვერსიას ნეგატიურად აფასებს და აცხადებს, რომ ის გააფუჭეს.
“სხვა ვერსია და არასასიამოვნო ტონალობაა. ძველი დიდებულია, რადგან მას მომღერლები ასრულებდნენ, ნამდვილი მომღერლები და სტკიოდათ ყოველი სიტყვა”;
“მაშინ ყველაფერი სხვანაირი იყო, ისეთი შეკრული ქართველები მენატრება”;
“ვერავინ შეასრულებს, როგორც ორიგინალს. ის იმღერეს ტკივილითა და ქვეყნის სიყვარულით”;
“მაშინ ტრაგედია იყო, ახლა ზეიმია, ეს ისტორიიის კანონია…”;
“სიცოცხლე გრძელდებააააა…..ასეც უნდა შესრულებულიყო”;
“30 წელი გავიდა, 30. მაშინ იყო ერთადერთი და განუმეორებელი. ეს კი ახალი თაობა ახალი ხედვით. რატომ ხედავთ ყველაფერში ცუდს?”;
“ეს იგივეა, რომ იკითხოთ, რატომ იყავით მაშინ ქართველები უფრო მაგრებიო? მაშინ ყველა ტიროდა, დღეს კი დააკვირდით და პასუხიც სახეზეა”;
“ერთსულოვნება იყო მაშინ და ერთი მიზანი გამარჯვებისკენ”;
“,,ოუი ეეე”, მომწონს. განსაკუთრებით უხდება თემატიკას “;
“ესენი ჩვენს მთავრობას ჰგვანან – იწელებიან და ვერაფერს აკეთებენ…”;
” მოდი, ახლა და კარგი კომენტარი დაუწერე :)) ამათ არც ემოცია, არც არაფერი. ცოტაც და სერიოზულად იცეკვებდა, ვინ იყო ის”;
“თავისუფლებიდან ისევ მარწუხებში ავღმოჩნდით”;
“რა არი ეს ? ხტფუი”;
“ეს რა არისსს”;
“სადაა ემოცია, სადააა განცდა, სადაა ტკივილი…. პირველი ვერსია შეუდარებელია”;
“ბრავო ჩვენს ბიჭებს”;
“არ მომწონს”;
” რა არის ახლა; ეს სიმღერას გავს???”;
“გააფუჭეს სიმღერა, ნოლიი”;
“ამ ბიჭების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მაშინდელ ნამღერსა და შესრულებას სხვა მუხტი ჰქონდა. სისხლი გეყინებოდა სიამაყისა და ტკივილისგან..”;
“ქალები რატომ არ მღერიან ?”;
პ.ს. სრულიად ზედმეტი მგონია ამ სიმღერის გადამღერება..”;
“არა, არ მომეწონა! ორიგინალის მერე როგორ შეიძლება ამ სიმღერის შესრულება!”,
“ახლოსაც ვერ მივა პირველ ვერსიასთან, ვერანაირი ემოცია მოიტანა, სამწუხაროდ, ჰარმონია დარღვეულია”,
“სულ ყველაფერს კრიტიკულად ნუ უყურებთ, ხალხო, აღარ დაიღალეთ???უმაგრესი შესრულებაა, ყოჩაღ თქვენ…”