რა გავლენას ახდენს კბილების გახეხვა ერექციაზე


​მეცნიერთა მტკიცებით, მამაკაცებს, რომლებიც კბილებს დღეში 2-ჯერ (და მეტჯერ) იხეხავენ, ერექციული დისფუნქცია არ ემუქრებათ.
კვლევაში 200 000-ზე მეტმა მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა. შედეგებმა დაადასტურა, რომ ღრძილების დაავადება პენისის სისხლძარღვების დაზიანების რისკს ზრდის. კერძოდ კი ღრძილების დაზიანება პირის ღრუს ჰიგიენის დარღვევას უკავშირდება და ეს პრობლემა ერექციას 2,85-ჯერ ამცირებს.
სპეციალისტთა რეკომენდაციით, კბილების გახეხვა დღეში ორჯერაა აუცილებელი და ისიც, მხოლოდ ფტორისშემცველი კბილის პასტით. ასევე, სასურველია კბილის საწმენდი ძაფის გამოყენება. ამგვარად, ღრძილების დაავადებისა და შესაბამისად ერექციის დისფუნქციის რისკიც მცირდება.
მეცნიერები თვლიან, რომ ერექციული დისფუნქცია და ღრძილების დაავადება ერთმანეთთანაა კავშირში, რადგან ორივე სისხლძარღვების ანთებით არის პროვოცირებული, რაც, გამოწვეულია იმ მოლეკულით, რომელსაც CRP (მწვავე ფაზის რეაქტანტი, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში და გამოიყოფა ანთების დროს) ეწოდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები