ჟურნალისტი, ესმა კუნჭულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ საქმეზე საუბრობს, რომელიც გახარიამ და მისმა გუნდმა პრემიერის გადადგომამდე გააკეთა.
“ამას ვწერდი და აგერ განიუსებულა ჩემი ამბავი.
მეორე დღეა, წოდორეთი თოვლშია ჩაკეტილი!!! მაღაზიამდე ვერ ვაღწევთ!! გუშინ გადაცემაც “ჩავაგდე” – ვერ ჩავედი.
დილით მეზობლების აჟიოტაჟმა გამაღვიძა. თოვლში მოსრიალებული მანქანები და მაღაზიამდე ვერჩასვლა, ცუდად რომ გახდეს ვინმე – სასწრაფოს მოსვლაც შეუძლებელია!!!
დავრეკე პრემიერის აპარატში და ჩემი სოფლის პრობლემები გადავეცი!!!
3 წუთში მცხეთის მერიიდან დაიძრა მარილის მანქანები და ანგარიში ჩამაბარეს.
5 წუთში გახარია გადადგა!!
დასკვნა: ბოლო წუთამდე ადეკვატურად ასრულებდა თავის მოვალეობას!!!
პ.ს. და პრემიერზე რომ არ უნდა ეკიდოს არჩევნებიდან დაწყებული წოდორეთში მარილის დაყრით დამთავრებული ყველა საქმე – ამაზე ცალკე ვილაპარაკოთ.
Eka Gabadadze დიდი მადლობა თქვენს გუნდს!!!”, – წერს კუნჭულია ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერმა, გიორგი გახარიამ პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა.