რა ბედი ეწია ნიგერიაში გატაცებულ 300-მდე მოსწავლე გოგონას

ნიგერიაში ერთ-ერთი სკოლიდან გატაცებული 300-მდე გოგონა ოთხი დღის შემდეგ ნაპოვნია.

ამის შესახებ CNN ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.

გოგონების სახლში დაბრუნებაზე რეგიონული მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა. ამასთან, მას არ დაუზუსტებია, როგორც მოხერხდა გოგონების ტყვეობიდან დახსნა, დასჭირდა თუ არა მთავრობას თანხის გადახდა. ყველა გოგონა თავს კარგად გრძნობს.

26 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ ზამფარას შტატში ერთ-ერთ სკოლაზე თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად 300-მდე მოსწავლე გოგონა გაიტაცეს.

ტერორისტები საშუალო სკოლას, სადაც მხოლოდ გოგონები სწავლობენ, ღამის საათებში დაესხნენ. ათობით მებრძოლმა თავდაპირველად სკოლასთან არსებულ სამხედრო საგუშაგოზე მიიტანა იერიში, შემდეგ სასწავლო დაწესებულებაში შეიჭრა.

თავდასხმის დროს, სავარაუდოდ, რამდენიმე სამხედრო დაიჭრა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები