რა აჩუქა ბრედ პიტმა ყოფილ ცოლს ქორწილში – ჯენიფერ ენისტონის ქმარი საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა

მსახიობი ჯასტინ ტერუ ბრედ პიტის მიერ მიძღვნილი საქორწინო საჩუქრით უკმაყოფილოა. ანჯელინა ჯოლის ქმარმა ყოფილ ცოლს ჯენიფერ ენისტონს, მისი საყვარელი ყვავილებიანი ლარნაკი აჩუქა.

340x464_1_9e86d8ccc0a46a1d252422feecb933ee@340x464_0xd42ee42a_18750578571445947829

ჟურნალ ELLE-ს ინფორმაციით, ყოფილი ქმრის საჩუქარი ენისტონის ახალ რჩეულს არ მოეწონა. ტერუმ და ენისტონმა მიმდინარე წლის აგვისტოში ქორწინეს. დახურულ ცერემონიას, რომელიც ჯენიფერის ვილაზე გაიმართა, მხოლოდ წყვილის ახლო მეგობრები დაესწრნენ. ბრედ პიტი ქორწილში, რა თქმა უნდა, არ დაუპატიჟიათ, თუმცა, მოგვიანებით ახლად დაქორწინებულს მან მისალოცი ბარათი და საჩუქრად მზესუმზირებით გამოსახული მდიდრული ლარნაკი გაუგზავნა.

ცნობილია, რომ ენისტონს მზესუმზირას ყვავილი განსაკუთრებით უყვარს. უცნობია, თუ როგორ მიიღო მან საჩუქარი ყოფილი ქმრისგან, თუმცა, ის ნამდვილად გაირკვა, რომ ჯენიფერის ამჟამინდელი მეუღლე ამ ფაქტით ნამდვილად არ აღფრთოვანებულა.

690x723_1_b6e52931c6ba736d7dcab42f54688e89@700x734_0xd42ee42a_19997067811445947933

„ჯასტინი ამ ფაქტით უკმაყოფილოა. ასე რომ, მე ძალიან გამიკვირდება კიდეც, თუ ლარნაკს სახლში დაიტოვებენ“, – აცხადებს ჰოლივუდურ წყვილთან დაახლოებული პირი.

ბრედ პიტმა და ჯენიფერ ენისტონმა 2000 წელს იქორწინეს. წყვილმა ქორწინებაში 5 წელი დაჰყო და 2005 წელს ისინი გაიყარნენ. ამბობენ, რომ პიტის ცოლთან დაშორების მიზეზი, მსახიობ ანჯელინა ჯოლისთან გაბმული პარალელური რომანი გახდა. დაზუსტებით არავინ იცის, ეს გავრცელებული ხმები რეალურია თუ არა, თუმცა, ფაქტია, რომ პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარებული ბრედ პიტი ენისტონს განქორწინდა და ცოლად ასევე, პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალი – ანჯელინა ჯოლი მოიყვანა. როგორც დასავლური პრესა წერს, ენისტონმა მაშინ ეს დაშორება მძიმედ გადაიტანა და ყოფილ ცოლ-ქმარს ერთმანეთთან ურთიერთობა ამ დრომდე არ აქვთ. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბრედ პიტმა ყოფილი მეუღლე დადებით კონტექსტში არაერთხელ მოიხსენია და ყოფილ ქორწინებაზეც თბილად საუბრობს.

„ახლა უკვე მანაც იპოვა ოჯახური ბედნიერება და მე მიხარია, რომ მის გვერდით ღირსეული მამაკაცია“,- განუცხადა ჟურნალისტებს ბრედ პიტმა.

რაც შეეხება ჯენიფერ ენისტონსა და ჯასტინ ტერუს, ბედნიერი წყვილი ახლა ტყუპებს ელოდება. ჟურნალ „ოქეისთან“ ინტერვიუში, 46 წლის მსახიობმა დაადასტურა, რომ ის ორსულადაა და ტყუპებს ელოდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები