24 ნოემბერს, ახალმთვარეობა მშვილდოსნის ზოდიაქოს მე-2 გრადუსში იქნება. ამის შესახებ, ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში პროგნოზს ავრცელებს:
“>> 24 ნოემბერს, თბილისის დროით 2:57 საათზე ახალმთვარეობა მშვილდოსნის ზოდიაქოს მე-2 გრადუსში იქნება. ეს გრადუსი უკავშირდება მარსს და პლუტონს. ეს არის ენერგია, ბრძოლა, ინიციატივა, აქტიურობა, კონკურენცია, დაპირისპირება, ნგრევა-შენება და ტრანსფორმაცია. ამ გრადუსის სიტყვა-გასაღებია შემდეგი ფრაზა: „აქოჩრილი ტალღები ქარის ძალით ცეკვავენ“. სიმბოლურად ეს შესაძლოა მიანიშნებდეს ახალ ენერგიაზე, ახალი ციკლზე, ახალი ტალღაზე, რომელიც მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში შეინარჩუნებს ცვლილების განხორციელებისთვის საჭირო ძალას. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ახალმთვარეობა ზამთრის მზებუდობას ემთხვევა, ამ ენერგიის ზრდა შესაძლოა მომდევნო წლის 20 მარტამდე (გაზაფხულის ბუნიაობამდე) გაგრძელდეს.
>> ეს ახალმთვარეობა ასტროლოგიური თვალსაზრისით იძლევა ორ ვექტორს, რომელიც ერთი აქტიურობაზე, ენთუზიაზმზე და მიზანსწრაფვაზე მიანიშნებს, მეორე კი, გაცილებით უხეშ გამოვლენაზე, რომელიც შეიძლება გავშიფროთ როგორც აგრესია, სიხისტე და ბრძოლა. ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ენერგიას კონსტრუქციულ ჩარჩოში მოაქცევენ, გაცილებით მეტ სასიკეთო შედეგებს მიიღებენ.
>>> საქართველოს დროით, ეს ახალმთვარეობა მე-3 ასტროლოგიურ სახლში იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანი გახდება კომუნიკაციის თემა, არა მხოლოდ ადამიანებს შორის, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ასევე ხელისუფლებასა და საქართველოს უცხოელ მეგობრებსა და პარტნიორებს შორის. მითუმეტეს, რომ დაძაბული მარსის განთავსება მე-9 ასტროლოგიურ სახლში მოსალოდნელია მიანიშნებდეს ახალ რეკომენდაციებზე და შესაძლოა მოთხოვნებზეც კი ამერიკის შეერთებულ შტატების და ევროკავშირის მხრიდან.
>> ზოგადად, 23-24 ნოემბერს არასასურველია ახალი საქმეების დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ეს დღეები სასიკეთო იქნება ძველი საქმეების დასრულებისთვის და მომდევნო ერთთვიანი პერიოდის (შემდეგი მთვარის თვის) დაგეგმისთვის. საერთოდ, 24 ნოემბრის ახალმთვარეობა ექცევა რეტროგრადული მარსის ფაზაში, ამიტომ ძველი პროექტების გაგრძელება და მათი წარმატებით დასრულება არა მხოლოდ მომდევნო ახალმთვარეობამდე (23 დეკემბრამდე) იქნება შესაძლებელი, არამედ 2023 წლის 12 იანვრამდეც კი, ანუ იქამდე, სანამდე მარსი რეტროგრადულად იმოძრავებს. მითუმეტეს, რომ ეს წლის ბოლოა და მოსალოდნელია ბევრ ადამიანს ჰქონდეს გარკვეული საკითხები, რომლებიც გადაწყვეტას და პროექტები, რომლებიც დასრულებას საჭიროებენ. 24 ნოემბრის ახალმთვარეობიდან 1-1,5 თვე შესაძლებელი იქნება საკუთარი მიზნების გადახედვა და მათში ან თუნდაც მათი მიღწევისთვის საჭირო გეგმებში გარკვეული ცვლილებების შეტანაც.
>> ეს ახალმთვარეობა პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება:
* მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (განსაკუთრებით იმათთვის, ვინც 23-26 ნოემბრის შუალედშია დაბადებული);
* ცეცხლის სტიქიის დანარჩენი ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (ვერძი და ლომი);
* ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ტყუპის, ქალწულის, მშვილდოსნის და თევზების ზოდიაქოს პირველიდან მე-5 გრადუსამდე მონაკვეთში რომელიმე პლანეტა აქვთ განთავსებული.
P.S. პირადი ჰოროსკოპის, პირადი ასტროლოგიური პროგნოზის ან ნებისმიერი ასტროლოგიური მომსახურების შესახებ: Messenger ან +995 599 94 06 80 (WhatsApp, Viber, Signal, Telegram).“-წერს რამაზ გიგაური.