რა ასტროლოგიურ ტენდენციებს დაუკავშირდება 29 ივნისის ახალმთვარეობა – რამაზ გიგაურის პროგნოზი

ასტროლოგი, რამაზ გიგაური 29 ივნისის ახალმთვარეობას განიხილავს და ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს:
“რა ასტროლოგიურ ტენდენციებს დაუკავშირდება 29 ივნისის ახალმთვარეობა
/© რამაზ გიგაური/
29 ივნისს, თბილისის დროით 6:52 საათზე ახალმთვარეობა კირჩხიბის ზოდიაქოს მე-8 გრადუსში იქნება. ეს გრადუსი სიმბოლურად უკავშირდება მეტისმეტ რაციონალიზმს, „ცივი გონებით“ მოქმედებას და მოვლენების შავ-თეთრად აღქმას. ეს შემოქმედებით პროცესებში შეცდომების დაშვებაზე მიანიშნებს, თუმცა სასიკეთოდ მოქმედებს იმ მოვლენებზე, რომლებიც რაციონალურ გააზრებასა და პრაგმატულ გადაწყვეტას უკავშირდება. ეს ასევე იძლევა სხვა ადამიანების, მათი პოზიციების არასწორ აღქმასა და გააზრებას.
მზე-მთვარის შეერთება ამ გრადუსში შეერთება მიანიშნებს, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მკაცრად უნდა განისაზღვროს შუალედური წერტილი, რათა გაწონასწორება მოხდეს ირაციონალურსა და რაციონალურს, კრეატიულობასა და პრაგმატულობას შორის. თუმცა ეს გრადუსი გაფართოებასა და განვითარებაზეც მიანიშნებს (ამ გრადუსს პლანეტა იუპიტერი მართავს).
კირჩხიბი – კარდინალური ნიშანია, ამიტომ უახლოეს ერთ თვეში მოსალოდნელია მთელი რიგი ცვლილებების განხორციელება, განსაკუთრებით ეს იმ მნიშვნელოვან საქმეებს ეხება, რომლებიც ბოლო სამი თვის განმავლობაში მზადდება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კირჩხიბი – ემოციური ნიშანია, ამიტომ ადამიანებში მოიმატებს ემოციურობა და ეს თითქმის ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.
მზისა და მთვარის ეს შეერთება თბილისის გრძედისა და განედის გათვალისწინებით მე-12 ასტროლოგიურ სახლში ხდება, ამიტომ მოსალოდნელია საქართველოში მთელი რიგი მოვლენები „ფარდის მიღმა“, გასაიდუმლოებულად განვითარდეს და მხოლოდ ივლისის მესამე დეკადაში და აგვისტოს პირველ ნახევარში საკმაოდ უხეშად და ძალადობრივადაც კი გამოვლინდეს.
არ არის გამორიცხული უახლოეს პერიოდში გამომჟღავნდეს ახალი საიდუმლოებები, გააქტიურდება აგენტურასთან და შპიონაჟთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლოა გაიხსნას ადრე (ან თუნდაც ახლო წარსულში) მომხდარი დანაშაულებები ან საკმაოდ რეზონანსული ინფორმაციის მიზანმიმართულად გამჟღავნებას ჰქონდეს ადგილი.
ახალმთვარეობის სიგნიფიკატორის (მმართველის) – მთვარეა. უფრო მეტიც, მზესთან და მთვარესთან შეერთებაში იმყოფება შავი მთვარეც. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ზემოთ თქმულს და ნეგატიური სცენარების განვითარების მაღალ ალბათობას იძლევა.
ზოდიაქოს ნიშნებთან დაკავშირებით, ცხადია, ეს ახალმთვარეობა პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება:
* კირჩხიბის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და განსაკუთრებით იმათთვის, ვინც ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისშია დაბადებული (27 ივნისიდან – 1 ივლისამდე);
* ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვის პირად ჰოროსკოპშიც ვერძის, კირჩხიბის, სასწორის ან თხის რქის ზოდიაქოს მე-7, მე-8 ან მე-9 გრადუსში რომელიმე პლანეტა აქვთ განთავსებული.
P.S. პირადი ჰოროსკოპის, პირადი ასტროლოგიური პროგნოზის ან ნებისმიერი ასტროლოგიური მომსახურების შესახებ: Messenger ან +995 599 94 06 80 (WhatsApp, Viber, Signal, Telegram).” – წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები