„არასოდეს უთხრა შენს მეგობარს ისეთი რამ, რასაც მტერს არ ეტყოდი, რადგან ის, ვინც დღეს მეგობარია, ხვალ შეიძლება მტერი გახდეს”
ამქვეყნად ყველაფერი დროებითია. მეგობრობიდან
– მტრობამდე, სიყვარულიდან -სიძულვილამდე მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯია. სწორედ ამიტომ თქვა ბუდამ: „მე არ მყავს მეგობრები, რადგან მე არ მყავს მტრები“. ბუდას სჯეროდა, რომ როცა ჩვენი გრძნობები და დამოკიდებულებები კონცენტრირებულია ერთ ადამიანზე, ის მარტივად გადაიქცევა საპირისპირო მდგომარეობად. ის ყველა ადამიანს თანაბარ სიყვარულსა და მეგობრობას სთავაზობდა.
ამის გათვალისწინებით, საჭიროა, რომ საიდუმლოს შენახვა არა მეგობარს სთხოვოთ, არამედ საკუთარი თავის მესაიდუმლე თავად იყოთ და დელიკატური ამბები თქვენს გონებაში შეინახოთ. მათი გამხელა სხვა ადამიანებისთვის საჭირო არ არის.
„არასდროს თქვა ცუდი შენს მტერზე, რადგან ის შეიძლება ხვალ შენი მეგობარი გახდეს“
ეს რჩევა განსაკუთრებით მაშინ უნდა გაითვალისწინოთ, როცა კონფლიქტის შუაში აღმოჩნდებით და მეგობრის დაცვა მოგიწევთ. სავარაუდოა, რომ ის „მტერთან“ ურთიერთობას მოაგვარებს, თქვენ კი არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებით და თქვენს სიტყვებს ძალიან ინანებთ.
იყავით ყურადღებით ყველა წარმოთქმულ სიტყვასთან, რადგან ადამიანები და ურთიერთობები მარტივად იცვლებიან.