რა არ უნდა აჩუქოთ ახალ წელს

როგორ შევარჩიოთ სწორად საახალწლო საჩუქარი – ეს საკითხი ბევრს აწუხებს. იქნებ ასტროლოგიას მივმართოთ და ვარსკვლავებისგან მივიღოთ მინიშნება? ან თუ მათ არ ვენდობით, რაიმე ორიგინალური შევარჩიოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში სიურპრიზების არჩევა კიდევ უფრო რთულია. ჩვენმა რედაქციამ თავი მოუყარა ნივთების ჩამონათვალს, რომლების ჩუქება საახალწლოდ ნამდვილად არ ღირს.
საშხაპე გელების სასაჩუქრე ნაკრები
თუ ისეთ ადამიანებთან მიდიხართ სტუმრად, ვინც ორიგინალურობას აფასებს ყველაფერში, ნუ შეიძენთ კოსმეტიკის სასაჩუქრე მზა ნაკრებებს. ეს საჩუქარი ცუდი არაა კოლეგისთვის ან საქმიანი პარტნიორისთვის, მაგრამ არა ახლო მეგობრისთვის.
ფოტოალბომი ან ფოტოს ჩარჩო
ყველაზე ბანალური საჩუქრების რეიტინგში ფოტოალბომი და ჩარჩო ლიდერთა სამეულშია. გაიხსენეთ, თქვენი რომელი მეგობარი ბეჭდავს სურათებს და აწებებს ალბომებში? ალბათ, არცერთი.
ჭურჭელი
ბროლითა და მადონას სერვიზით დახუნძლული სერვანტები და ”სტენკები” დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. ამიტომ, ადამიანმა თავად თუ არ გთხოვათ, მაგალითად, ღვინის ბოკალების ნაკრების ჩუქება, ნუ ეძებთ იდეალურ საჩუქარს ჭურჭლის განყოფილებაში.
რბილი სათამაშოები
ასეთი სათამაშოები საყვარლად მხოლოდ მაღაზიაში გამოიყურება, მაგრამ როგორც კი მას თქვენ საყვარელ მეგობარს ჩუქნით, მალვე კარგავს მომხიბვლელობას. მის ”ბედნიერ მფლობელს” მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში ანიჭებს სიხარულს, შემდეგ კი ფიქრობს, ნეტა სად შევინახო ეს უსარგებლო მტვრის ბუდეო.
ცხოველები
თუ გსურთ, ნამდვილი სიურპრიზი გაუკეთოთ ლეკვის ან კნუტის სახით, აუცილებლად დარწმუნდით, რომ ადამიანი შინაური ცხოველების ყოლას გეგმავს.
დეკორის ნივთები
ეს საჩუქრების ყველაზე ”საშიში” კატეგორიაა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ძალზე რთულია, წინასწარ გაიგო, მოეწონება ადამიანს ეს ნივთი თუ არა, ან მოიძებნება თუ არა მისთვის ადგილი. ამიტომ უმჯობესია, უარი თქვათ თემატური ზარდახშის ან რომანტიკული ნახატის შეძენაზე.

წყარო: http://www.marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები