რა არის ჰოლოტროპული სუნთქვა?
როგორ მუშაობს?
როგორია პროცესი და
რა პრობლემებს აგვარებს?
სწორედ ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად, გუშინ, 144 Stairs Cafe –ში საინტერესო ადამიანს, ლევან რამიშვილსშევხვდი და ბევრისთვის სასურველი ინფორმაციადეტალურად მოვიპოვე. ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ კიუკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ამ ტრენინგს აუცილებლადდავესწრებოდი.
ალბათ, ბევრმა თქვენგანმა ნახა სოციალურ ქსელშიდაანონსებული ჰოლოტროპული სუნთქვის ტრენინგი, რომელსაც უახლოეს დღეებში, სწორედ ლევანიჩაატარებს. გაიგო ისიც, რომ ფსიქოლოგიის ეს მეთოდიარაცნობიერის სიღრმეებში გვამოგზაურებს და ბევრპრობლემას გვიხსნის …
თუმცა, როგორც „ჟოლოს“ პირად მიმოწერაში, ასევეჩემთან საუბარშიც ჰოლოტროპული სუნთქვითდაინტერესებული პირები ბევრად უფრო დეტალურინფორმაციას ითხოვენ.
ლევან რამიშვილი: ჰოლოს — ნიშნავს მთლიანობას, ტროპოს– ეს არის სვლა, სიარული, გზა… ეს კომპოზიტიშექმნა ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის, სტანისლავგროფმა.
ფსიქოლოგიაში სულ რამდენიმე დიდი სკოლაა. ფსიქოანალიზი, გეშტალტთერაპია, ბიჰევიორისტიკა, ჰუმანისტური ფსიქოლოგია და ყველაზე თანამერდროვე–ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია, რომელსაც სხვაფსიქოლოგიურ სკოლებთან შედარებით დიდიუპირატესობები აქვს.
— რით განსხვავდება ტრანპერსონალური ფსიქოლოგიასხვა ფსიქოლოგიური სკოლებისგან?
— ტრანსპერსონალურ ფსიქოლოგიაში ფსიქოთერაპევტიარ წყვეტს, თუ რა პრობლემაზე უნდა იმუშაოსადამიანმა. ჰოლოტროპული სუნთქვის მეშვეობით ჩვენშევდივართ მდგომარეობაში, რომელშიც იხსნებაგონების ის ფილტრები, რომლებიც ხელს უშლისადამიანს, კავშირი დაამყაროს თავის შინაგანსამყაროსთან — ქვეცნობიერთან.
სტანისლავ გროფი ჰოლოტროპულ სუნთქვებს უკვე 40 წელია ატარებს. ეს პროცესი ათობით ათასსმაადამიანმა გაიარა და აღმოჩნდა, რომ ჰოლოტროპულისუნთქვის დროს ადამიანი შედის სპეციფიკურმდგომარეობაში, რომელშიც იღვიძებს არაცნობიერის ისფუნქცია, რომელსაც გროფმა „შინაგანი მკურნალი“ უწოდა.
— ანუ „შინაგანი მკურნალი“ ფსიქოთერაპევტის როლსასრულებს?
— სწორედ ასეა. შინაგანი მკურნალი ბევრად უფრობრძენია, ვიდრე ნებისმიერი ფსიქოთერაპევტი. რაც არუნდა გენიალური იყოს ფსიქოთერაპევტი, ერთიადამიანის გონებისთვის მაინც ძალიან ძნელია ჩაწვდესმეორე ადამინის ქვეცნობიერ პროცესებს და სწორიდასკვნები გამოიტანოს. ჩვენ ფსიქოთეტარაპევტსვუყვებით ჩვენი პრობლემების შესახებ, შემდეგ კი ისწყვეტს, რომელი პრობლემით დაიწყოს, როგორწაიყვანოს პროცესი… კარგ ფსიქოთარაპევტს რაღაცშედეგები ყოველთვის ექნება, თუმცა ეს შედეგებიმიზერულია იმასთან შედარებით, რასაც ადამიანიჰოლოტროპული სუნთქვისგან იღებს.
— როგორც გავიგე, ამ ტექნიკის საშუალებით, ქვეცნობიერში დალექილი პრობლემების მოგვარებაფსიქოთერაპევტისგან დამოუკიდებლად ხდება, სწორადმიგიხვდით?
— ჩვენ რომ გავიაზროთ, თუ რამდენად რთულიაადამიანის ქვეცნობიერი პროცესები, მაშინ მივხვდებით, თუ რამდენად დაბალია იმის პროცენტი, რომფსიქოთერაპევტმა მიაგნოს ზუსტად იმ პრობლემას, რომელზეც არის საჭირო მუშაობა კონკრეტულ მომენტშიდა რამდენად დაბალია იმის ალბათობაც, რომ იგიიმუშავებს ზუსტად ისე, როგორც საჭიროა.
შინაგანმა მკურნალმა კი ზუსტად იცის, რომელპრობლემაზე მუშაობისთვის არის ადამიანი მზადმოცემულ მომენტში ყველაზე მეტად. თანაც პრობლემაისეთი უნდა იყოს, რომ ადამიანს ქონდეს მისიდაძლევის რესურსი. ჰოლოტროპული სუნთქვის დროსშეიძლება ისე მოხდეს, რომ რამდენიმე პრობლემაერთდროულად დამუშავდეს.
— როგორია ჰოლოტროპული სუნთქვის პროცესი?
— ჰოლოტროპული სუნთქვის დროს ჩვენ არ ვართიძულებულნი და ვალდებულნი, ვინმეს რამე მოვუყვეთ. უბრალოდ, სპეციალისტის დაკვირვებით ვიწყებთ ისეთსუნთქვას, როგორსაც დამოუკიდებლად ვერმოვახერხებთ. სუნთქვის გარდა, ამ პროცესისეფექტურად განვითარებას ხელს უწყობს მუსიკაც. სუნთქვის და მუსიკის მეშვეობით ადამიანი გადადის იმმდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იღვიძებსშინაგანი მკურნალი. ერთადერთი მეთოდი, რომელიცახერხებს არაცნობიერის ყველაზე ღრმა შრეებშიჩასვლას, ეს არის ჰოლოტროპული სუნთქვა. თანაც, ესერთადერთი უსაფრთხო მეთოდია ჩემთვის ცნობილძლიერმოქმედ მეთოდებს შორის. მისი უსაფრთხოებისგარანტი ისევ და ისევ შინაგანი მკურნალია.
სტანისლავ გროფმა, ამ მეთოდის შემქმნელმა, ზუსტადჰოლოტროპული სუნთქვის მეშვეობით აღმოაჩინა, რომარსებობს დაბადების ოთხი ტრავმა. ეს ტრავმებიდაკავშირებულია მუცლადყოფნის პერიოდთან დამშობიარობის სტადიებთან.
ერთ–ერთი ტრავმა არის, მაგალითად, როდესაცმშობიარობის პროცესი დაწყებულია, ნაყოფს უნდა, რომგამოვიდეს, მაგრამ საშვილოსნო ჯერ კიდევ ჩაკეტილია. ამის გამო ნაყოფი ხვდება ჩაკეტილ სივრცეში, რომელიცაღარ არის კომფორტული, რადგან გამოსვლის პროცესიდაწყებულია, მაგრამ გამოსვლა ვერ ხერხდება. ესძალიან არასასიამოივნო შეგრძნებაა და ქვეცნობიერშიილექება, როგორც ჩაკეტილი სივრცის შიში.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უფრო პატარაა ასაკითადამიანი, მით უფრო დიდია მისი შთაბეჭდილებები. ანუ7 წლის ასაკის ბავშვის შთაბეჭდილებები უფრო ღრმაა, ვიდრე 9 წლის ასაკის ბავშვის, 3 წლის ასაკის ბავშვისშთაბეჭდილებები უფრო ღრმაა, ვიდრე 7 წლის ასაკისბავშვის, ერთი წლის ასაკის ბავშვის შთაბეჭდილებებიუფრო ღრმაა, ვიდრე 3 წლის ასაკის ბავშვის და ა.შ. დაბადების 4 ტრავმა იმდენად ღრმაა, რომ ეს ტრავმებიგადადის ქვეცნობიერის იმ შრეებში, რომლებთანწვდომაც ფაქტობრივად არ არსებობს.
დაბადების 4 ტრავმა აქვს აბსოლუტურად ყველაადამიანს და მათგან გათავისუფლება შესაძლებელიაჰოლოტროპული სუნთქვის მეშვეობით. ჩემთვისცნობილი მეთოდებიდან ვერცერთი ვერ უზრუნველყოფსასეთ სიღრმეზე უსაფრთხოდ ჩასვლას.
— მსმენია, რომ ჰოლოტროპული სუნთქვის დროსადამიანები ისეთ ისტორიებსაც იხსენებენ, რომლებიცთავს არ გადახდენიათ. ეს რამდენად შეესაბამებასიმართლეს?
— ადამიანები იხსენებენ ეპიზოდებს თავიანთიმშობლების, ბებიების, ბაბუების, დიდი ბებიების დაბაბუების ცხოვრებიდან… თუ წავიკითავთ გროფისწიგნებს – „ცხოვრება ტვინის მიღმა“ და მის სხვაფუნდამენტალურ ნამუშევრებს, დავრწმუნდებით, რომეს ყველაფერი რეალობაა, და დაფუძნებულიაპრაქტიკაზე და არა ვიღაცის წარმოსახვაზე. სტანისლავგროფმა 40 წლის პრაქტიკის მეშვეობით, ათობით ათასიადამიანის მაგალითზე დადასტურა, რომ ეს არ არისმისტიკა, რომ ეს მეცნიერება.
ერთ–ერთ წიგნში გროფს ასეთი მაგალითი მოჰყავს: უკრაინაში, ჰოლოტროპული სუნთქვის სეანსის დროსადამინმა ნახა, რომ ის მეშახტეებთან ერთადდახვრიტეს, რამაც ძალიან გააკვირვა. როდესაც სახლშიდაბრუნდა, ოჯახის წევრისგან შეიტყო, რომ მისი ბაბუისმამა, 30-იან წლებში მეშახტეებთან ერთად დახვრიტეს. ეს ადასტურებს იმას, რომ ჩვენი წინაპრებისგამოცდილება ჩვენში ილექება. ეს ეხმნიანება იმრელიგიურ წარმოდგენებს, რომ ცოდვები გადადისთაობიდან თაობაზე. მე რელიგიურად არ ვუყურებ ამას, უბრალოდ დასტურდება, რომ რაღაც ინფორმაციამართლაც გადადის თაობიდან თაობაზე…
გერმანელი ფსიქოლოგის, ბერტ ჰელინგერის მეთოდის, „ოჯახური განლაგებების“ სეანსებზეც დასტურდება, რომჩვენი წინაპრების ისტორიები ჩვენზე მოქმედებს …
ჰოლოტროპული სუნთქვის დროს ადამიანები ხედავენისეთ ამბებს, რომლებიც მათ ცხოვრებაში არ მომხდარადა არც ტელევიზორში უნახავთ. რაც მთავარია, ყოველიისტორია მათი სულიერი ცხოვრებისთვის უკიდურესადმნიშვნელოვანი ისტორიაა. ეს ისტორიები ყოველთვისდაკავშირებულია მათ რეალურ ფსიქოლოგიურპრობლემებთან.
— რა დატვირთვა აქვს ამ ხედვის განვითარებას დაარაცნობიერის სიღრმეებიდან ამ ისტორიების ამოტანას?
— თვითონ ის ფაქტი, რომ ასეთი სიღრმის შრეებშიჩავდივართ და რომ იქედან ინფორმაცია ამოდის, უკვეგვაძლევს თერაპიული ეფექტს, ეს უკვე ნიშნავს მათგანგათავისუფლებას. შეიძლება უხეში მაგალითია, მაგრამეს დაახლოებით იმას გავს, ლეიბი რომ დაფერთხო დამტვერი გაუვიდეს, აი ასეთი პროცესია…
მაგრამ ჰოლოტროპული სუნთქვის სეანსი ამით არამოიწურება. სუნთქვის შემდეგ ვხატავთ. ჯგუფის ყოველიწევრი ხატავს განცდილს და ამ ნახატებს ჯგუფშივარჩევთ. ამ პროცესის მეშვეობით ხდება ყოველივეიმის გაცნობიერება, რაც ჰოლოტროპული სუნთქვისასმოხდა. როდესაც ცნობიერ დონეზე აფიქსირებ, თუ რამოხდა იმ პროცესში, ეს ორმაგად მუშაობს, ხდებასუნთქვისას მიღებული შედეგის გამყარება.
საოცარი ამბები ხდება ჰოლოტროპული სუნთქვისდროსაც და ხატვის დროსაც. ადამიანები საოცარაღმოჩენებს აკეთებენ და სულიერად იზრდებიან. ჰოლოტროპული სინთქვის დროს შეილება აღმოვაჩინოთპრობლემები, რომლებსაც ვერც კი ვამჩნევდით, ანვამჩნევდით და ვერ ვაცნობიერებდით, ვერვხვდებოდით, რაში იყო სინამდვილეში საქმე… ესმეთოდი ისეთი სიმძიმეებისგან გვათავისუფლებს, დაისე გვანვითარებს, რომ ძალიან უჭკუო უნდა იყოსადამიანი, რომ ეს არ უნდოდეს.
ჰოლოტროპული სუნთქვა არა მხოლოდ ფსიქოლოგიურიპრობლემებისგან გვათავისუფლებს, არამედ ახალგამოცდილებასაც გვძენს. ადამიანი ხდება უფროგამოცდილი, უფრო დაკვირვებული, უფრო ფაქიზიაღქმის მქონე, უფრო სულიერი… ეს გამოცდილება მას, როგორც პიროვნებას მეტ სიღრმეს სძენს. ჰოლოტროპული სუნთქვა განვითარების ერთ–ერთისაუკეთესო საშუალებაა.
ავტორი: დეა თავბერიძე