“ღორჯო ყრდელით” და “ყრდელზე გადარეული ევროპა” – ბოლო დღეებში სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან” აგიტირებულმა ყრდელმა საზოგადოება აალაპარაკა და ყველა დაინტერესდა, მაინც რა არის ეს ყრდელი.
როგორც აღმოჩნდა, ყრდელი ერთგვარი მხალია, სასალათე მცენარე, რომელსაც ყველა კუთხეში სხვადასხვა სახელით იცნობენ. სულხან-საბას განმარტება ასეთია:
ყრდელი
სალათა
სინონიმები: ბატიბალახი, ბატიკბილა, ბატისასუქა, ნარკოკობა, ქადუნა, ველის ყრდელი, ხარნუყა, ხავარტა, ხარნია, ხასი, ყრდელი ველისა, ყროლაველის ყრდელი
(ბალ.) ვენახის ღიჭას ჰგავს და მწარეა.
ბევრგან მას უწოდებენ ღორის ქადას. ანუ ყრდელი, იგივეა, რაც:
კახური, ქიზიყური – ქადუნა;
ხევსურული – ხარნია;
თუშური – ხარნუყა;
ზემოიმერული – ბატიკბილა, ხავარტა;
ლეჩხუმური – ბატიბალახი;
აჭარული – ნარკოკობა;
მესხური – ბატისასუქა;
სულხან-საბა–ორბელიანი – ხასი, ველის ყრდელი;
მეგრული – ბჟალე;
სვანური – მგლჯა.
ძირითადად ცხოველების საკვებად იყენებენ, თუმცა ამბობენ, რომ ძალიან სასარგებლო და გემრიელია სალათებში და ბევრგან ჩვეულებრივ ადამიანურ საკვებშიც არის შეტანილი მენიუში.
წყარო: http://www.shin.ge