რა არის ტაჰინი და რატომაა სასარგებლო? 

ტაჰინი არის დანაყილი ან დაბლენდერებული სეზამის მარცვლები, რომელსაც სურვილისამებრ უმატებენ ზეითუნის ზეთს.
სეზამის კარაქი წარმოადგენს ჯანსაღი ცხიმებისა და ცილების მიღების წყაროს. ის შეიცავს ვიტამინ E-ს და სხვა ცხიმში ხსნად ვიტამინებსაც.
ტაჰინის კარაქში შემავალი საკვები ნივთიერებები გვეხმარებიან უჯრედების დაცვაში სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორებისგან, როგორიცაა მაგალითად ე.წ. თავისუფალი რადიკალებისა და ოქსიდაციური სტრესის მოქმედებისაგან. ამასთანავე, ის წარმოადგენს ამინომჟავას(მეთიონინის) მიღების წყაროს, რომელიც თმის გაჭაღარავებისგან გვიცავს. ამასთანავე, შეიცავს ღვიძლის ერთ-ერთ მთავარ ანტიოქსიდანტს (გლუტათიონს) და გვეხმარება სისხლძარღვების შენებასა და განახლებაში. ის ასევე შეიცავს B1 ვიტამინს, რკინას, მაგნიუმს, კალციუმს. გვეხმარება ქოლესტერინის დონის შემცირებასა და წნევის დარეგულირებაში.
მისი გამოყენება შეგიძლიათ სალათებში ან შეგიძლიათ მოამზადოთ ჰუმუსი(ტაჰინის კარაქი დააბლენდერეთ შემდეგ პორდუქტებთან ერთად: მუხუდო, ლიმონის წვენი, პაპრიკა, მარილი, ზეითუნის ზეთი).

კომენტარები

სხვა სიახლეები