რა არის თეთრი ქორწინება – როდესაც პატარძალი ქალიშვილი რჩება

არსებობენ წყვილები, რომლებთაგანაც ქორწინების შემდეგაც ერთ-ერთი ინარჩუნებს უბიწოებას. ასეთ ქორწინებას თეთრს უწოდებენ. ბოლო მონაცემებით, პლანეტაზე თეთრი ქორწინებით წყვილების 5% ცხოვრობს.

რა არის მიზეზები:

-მშობლებისგან შეძენილი ნეგატიური დამოკიდებულება სექსის მიმართ;

-აღზრდის თავისებურება;

-ხასიათის თავისებურება. მაგალითად, ქვეცნობიერად ადამიანს სურს, რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ბავშვად;

-სქესობრივი გრძნობის ჩამოუყალიბებლობა;

-გადაჭარბებული რელიგიურობა;

-დაბოლოს, ყველაზე გავრცელებული მიზეზი: როცა წყვილში ერთ-ერთი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის არის.

მსგავსი ქორწინების დროს, პირველ ღამეს ქალი, ქალიშვილი რჩება და ასე გრძელდება სანამ სექსოპათოლოგს ან ფსიქოლოგს არ მიაკითხავენ. იქ მისვლის ძირითადი მიზეზი ამ დროს არა სრულყოფილი სექსუალური ცხოვრების დაწყებაა, არამედ შვილის ყოლის სურვილი.

არის შემთხვევები, როცა მედიცინა უძლურია, გამოასწოროს შექმნილი სიტუაცია. თეთრი ქორწინების რეკორდსმენია წყვილი, რომელმაც 19 წელი სექსის გარეშე იცხოვრა.

აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც უარს ამბობენ ხორციელ სიყვარულზე, ყოველწლიურად იზრდება. ამასთან, მათი უმეტესობა ამტკიცებს, რომ ქორწინებაში სექსის გარეშეც ბედნიერები არიან.

წყარო: etanews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები