რა აკლიათ ნამდვილ ლამბერსექსუალობამდე ქართველ ცნობილ მამაკაცებს

მას შემდეგ, რაც მოდაში ლამბერსექსუალის სტილი შემოვიდა, რაც სხვა რამდენიმე კრიტერიუმთან ერთად, მამაკაცებისგან გრძელი წვერის მოზრდასაც „ითხოვს“, ქართველ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ახალი გამართლება გაუჩნდათ იმისთვის, რომ წვერი არ მოიპარსონ.

პირველი, ვინც ამ ტენდენციას გაჰყვა, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე იყო. ცნობილია, რომ მას ძალიან უყვარს მოდა და კარგად ჩაცმა და უახლეს ტენდენციებსაც სიამოვნებით მისდევს ხოლმე, შესაბამისად, არც ეს ახალი ტრენდი დაუტოვებია ყურადღებისა და საკუთარი სახის მიღმა.

უჩვეულოდ გრძელი წვერი ასევე დიდი სიამოვნებით მოირგო კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემაც, რომელმაც იმდენად დიდი წვერი მოიზარდა, რომ თაყვანისმცემელი გოგონების გულისწყრომაც დაიმსახურა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ აღელვებს და წვერი ბოლო წელია, მისი იმიჯის განუყრელი ნაწილია.

წვერი გაიზარდა ასევე თორნიკე ოქრიაშვილმაც. ფეხბურთელი, რომელსაც ასევე ძალიან უყვარს მოდური ტენდენციები და ხმაურიანი წვეულებები, ბოლო ხანია, მოზრდილი წვერით ჩანს მოედანზე. წვერი აქვს ასევე ფეხბურთელ გიორგი ლორიასაც.

წვერი აქტუალურია მორაგბეებს შორისაც, ვიტო კოლელიშვილი სრულად ამართლებს თითქმის ყველა კრიტერიუმს, რაც ლამბერსექსუალს ახასიათებს, აქვს უხეში შესახედაობა და მოზრდილი წვერი, თუმცა მის ვარცხნილობას აკურატულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. მეკო კვირიკაშვილსა და ბუკა შარიქაძეს ასევე აქვთ წვერი.

შოუბიზნესის წევრებს შორის ამ მოდას აჰყვნენ გიორგი სუხიტაშვილი და ნოდიკო ტატიშვილი, რომელთაც ლამბერსექსუალებისთვის დამახასიათებელი აკურატული ვარცხნილობებიც აქვთ. სტეფანე, გიორგი ვარდოსანიძე, გიორგი ნაზღაიძე, კახაბერ ცისკარიძე, დათო ლომიძე – მათაც ამ ბოლო დროს წვერი მოუშვეს.

ლამბერსექსუალს ძალიან გრძელი წვერი უნდა ჰქონდეს, რაც ჩამონათვალიდან მხოლოდ ვიქტორ სანიკიძეს, დათო ლომიძესა და კახაბერ ცისკარიძეს აქვთ, თუმცა მხოლოდ გრძელი წვერიც ვერ მოგანიჭებთ „ნამდვილი ლამბერსექსუალის“ ტიტულს. ამისთვის საჭიროა ოდნავ უხეში შესახედაობა, კარგად შერჩეული და მოვლილ წვერთან ერთად, მოდური ვარცხნილობაც, ასევე ძალიან უბრალო ჩაცმულობა, მაისური ან კუბოკრული პერანგი და ჯინსი.

ლამბერსექსუალი, როგორც 2015 წლის მთავარი ტრენდი, ე.წ. „ხის მჭრელის“ სტილია. რა თქმა უნდა, თანამედროვე „ლამბერებს“ ნაჯახი კი არა, „აიფონი“ უჭირავთ ხელში, თუმცა მაინც ახერხებენ თავიანთი სიუხეშით ქალების მოხიბვლას.

წყარო: http://fortuna.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები