“რაც მეტს ილანძღებით, მეტ სტიმულს მაძლევთ, კიდევ უფრო მეტად ავხადო ფარდა სიმართლეს” – რუსუდან მუმლაძე

მარინა ბერიძის ყოფილი ქმრის ცოლი რუსუდან მუმლაძე „ფარულ კონვერტში” სტუმრობის შემდეგ სოციალურ ქსელში კრიტიკოსებს პასუხობს.

რუსუდან მუმლაძე აცხადებს, რომ თუ მის ლანძღვას თავს არ დაანებებენ სიმართლეს ფარდას ბოლომდე ახდის.
„ჯერ არ ვაპირებდი ამ პოსტის გამოქვეყნებას,ველოდებოდი ვინ რა დოზით აიხევდა სახეს!
მაგრამ დროულია!
გამგებმა გაიგოს!
მე არ მინახავს, თუმცა რა თქმა უნდა მოდის ინფორმაციები ჩემამდე.
ნუუ, გადაცემის შემდეგ რომ ნოკაუტში ჩავარდნენ გასაგებია. თურმე ისეთებიც, ვინც საკუთარ უახლოვეს მეგობარს, სამი მცირეწლოვანი ბავშვის 25 წლის დედას, ქმარი ლამის ” ნათლობიდან” აართვა და ახლა მისგან შვილს ელოდება. (ყველამ იცის ვისზეა საუბარი) კიდევ ყოფილან ბევრი “იქ” ასეთები!
სხვათაშორის,
მარინა ჩემი “დაქალი” არასოდეს ყოფილა
მინდა გითხრათ,რომ ჩემი შერყევა და დაღლა იოლი არ არის!
ასე რომ, მტერი ვერას დამაკლებს! შინაგანად საკმაოდ ძლიერი ვარ!
რაც მეტს ილანძღბით, მეტ სტიმულს მაძლევთ, კიდევ უფრო მეტად ავხადო ფარდა სიმართლეს, (რომელსაც ჯერ კულუარულად ვინახავ) ვიდრე გადაცემაში მოისმინეთ! თუ რატომ და რისთვის მოხდა ეს ამბავი… მით უარესი იქნება თქვენთვის და უკეთესი ჩემთვის!
ასე რომ სანამ დროა
დ ა ო კ დ ი თ!
ჩემს მეგობრებს და კეთილის მსურველებს, სრულიად უცხო ადამიანებსაც კი მოგმართავთ:
უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებებისთვის რომელსაც პირადად მწერთ ყველგან!
პ.ს. მინდა გითხრათ,მეჯავრება მსგავსი პოსტები, თუმცა მომიწია…
მე მაპატიეთ. ეს არის პირველი და უკანასკნელიც!”, – წერს რუსუდან მუმლაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები