რატომ არ უერთდებიან ტრანსგენდერები თბილისში ლგბტ პრაიდს

ტრანსგენდერები თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებულ ლგბტ ღირსების მარშს არ უერთდებიან – ამის შესახებ ტრანსგენდერმა ქალმა გაბრიელა როსკიპოვამ  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება საკუთარი უსაფრთხოების გამო მიიღეს, რადგან ტრანსგენდერებს მათზე გახშირებული თავდასხმების გამო ყოველდღიურად შენიღბვა, დამალვა და არსებობისთვის გადარჩენა უწევთ.

„ჩვენ არ ვუერთდებით ღირსების მარშს. ამავდროულად, მივმართავთ შსს-ს, რომ დაიწყოს გამოძიება და მიიღოს ზომები გახშირებულ თავდასხმებზე, რადგან ჩვენ მშვიდობიან გარემოში ცხოვრება შევძლოთ. სექს სამუშაოში ჩართულ ქალებს გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღიურად გვიწევს. ჩვენი არსებობა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ვინიღბებით და ვიმალებით, რადგან შეიძლება მოგვკლან. ისევე, როგორც ჩვენი სხვა მეგობრები. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ არის საშუალება მივღოთ უმაღლესი განათლება. დასაქმებაზეც უარს გვეუბნებიან, რომ არაფერი ვთქვათ, ოჯახზე, საიდანც გვდევნიან. ეს გადაწყვეტილება 2013 წლის 17 მაისის მოვლენებმაც გადაგვაწყვეტინა,“-განაცხადა გაბრიელა როსკიპოვამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები