რატომ ხართ ყოველთვის დაღლილი?

უსიამოვნოა, როდესაც უკვე დაღლილი იღვიძებთ. მთელი დღის განმავლობაში ენერგიის მოკრებას ცდილობთ და არ გამოგდით.
რამდენი ძილი გჭირდებათ?
მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 48 ჯანმრთელმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პირველ ჯგუფს მოუწია ძილის გარეშე სამი დღე-ღამე გაეძლო. მეორე ჯგუფს ღამეში მხოლოდ 4 საათი ეძინა, მესამე ჯგუფს – 6 საათი, მეოთხეს – 8.
იმ ჯგუფს, რომელსაც ყველაზე ხანგრძლივი ძილი ერგო, არავითარი კოგნიტური თუ ყურადრღების ლაფსუსი არ ეპარებოდა. 4 და 6- საათიანი ძილის ჯგუფებს დროთა განმავლობაში უქვეითდებოდათ მახსოვრობა. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა იყო პირველ ჯგუფში.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძილს ნეირობიოლოგიური ღირებულება გააჩნია. იმ ადამიანების 25%-ს, რომლებსაც ღამეში 6 სთ ეძინათ, ერთი კვირის შემდეგ შემდეგი სიმპტომი დაეწყოთ: უჩვეულო ადგილებში ეძინებოდათ, საკუთარი სურვილის მიუხედავად. ორი კვირის შემდეგ მათი შედეგები ზუსტად ისეთივე იყო, როგორც ორდღიანი უძილობის მქონე ადამიანებისა. რაც მთავარია, მონაწილეები თავად ვერ ხვდებოდნენ, რომ მათი უნარები ქვეითდებოდა.
ძილს მოკლებულები სინამდვილეში კარგად ვერ ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს, სიფხიზლეს კი კარგად განათებული ოფისით, სოციალური საუბრებით, კოფეინით და სხვა ფაქტორებით ინარჩუნებდნენ.
როგორ გავაუმჯობესოთ ძილი
მოერიდეთ კოფეინს – სასურველია, თუ მას შუადღის შემდეგ საერთოდ აღარ მიირთმევთ.
შეწყვიტეთ თამბაქოს მოწევა – თამბაქო ძილის წინ აუცილებლად უარყოფთად იმოქმედებს ძილის ხარისხზე.
საძინებელი ოთახი მხოლოდ ძილისა და სექსისთვის გამოიყენეთ – ნუ დაიწყებთ იქ ტელევიზორის ყურებას, წიგნის კითხვას და ა.შ. როდესაც საძინებელში შეხვალთ, მხოლოდ ძილის თვის უნდა იყოთ განწყობილი.
ივარჯიშეთ – ვარჯიშს ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს. დღის განმავლობაში ფიზიკური აქტივობა ღამით მშვიდ ძილში დაგეხმარებათ.
ტემპერატურა – იდეალური ტემპერატურა ძილისთვის 18-21 C გრადუსია.
ხმაური – აუცილებელია რომ სიმშვიდეში დაიძინოთ. მიუხედავად იმისა, თქვენ გძინავთ თუ არა, მშვიდ გარემოში ორგანიზმი უკეთ იძინებს.
შეასრულეთ ძილისწინა რიტუალი – ასეთ დროს გამოიყოფა ჰორმონები, რომლებიც დაძინებაში გვეხმარება.
განიტვირთეთ ძილის წინ – ნაცადი მეთოდია მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები… ნებისმიერი რამ, რაც დაგეხმარებათ, მოდუნდეთ და მოეშვათ.
დილით ენერგიის შესანარჩუნებლად ერთი ჭიქა წყალი დალიეთ. ეს გაღვიძებისთანავე გააკეთეთ. სასურველია, თუ ეს მოქმედება ჩვევაში გადაგივათ. უზმოზე წყლის დალევა სასარგებლოცაა და ენერგიასაც შეგმატებთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები