მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი საახალწლო კონცერტს კახეთში “რედისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში” გამართავს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით ბილეთის ფასი 2167 ლარია, რამაც საზოგადოების აჟიოტაჟი გამოიწვია.
თუმცა, როგორც მომღერალმა განმარტა, ეს არის ფასი, რომელშიც შედის სასტუმრო, ვახშამი, საუზმე, სასმელი, ყველაფერი ორ პერსონაზე.
“მეგობრებო, ეს არ არის ჩემი კონცერტის დასასწრები ბილეთის ფასი ეს არის სასტუმროს შეთავაზება ისეთ ოქროს დღეს, როგორიც ახალი წელია.
შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ დღისით, დაისვენოთ, ისარგებლოთ ყველა სერვისით, რაც სასტუმროშია (სპა ცენტრი, ფიტნესი და ა.შ.), დატკბეთ კახეთის ხედებით და მოემზადოთ ახალი წლის შესახვედრად.
ეს არის ფასი, რომელშიც შედის სასტუმრო, ვახშამი, საუზმე, სასმელი, ყველაფერი ორ პერსონაზე.
ეს კონცერტი არის ბონუსი. ჩვენ შეგნებულად ავიღეთ პაუზა და თვეების განმავლობაში არსად ჩაგვიტარებია კონცერტი, რადგან სწორედ ამ საღამოსთვის ვინახავთ საუკეთესო ემოციებს. კარგად რომ დაფიქრდე და სხვა შეთავაზებებს შეადარო, შეიძლება იაფიც გამოდის…
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კონცერტი იმ უნიკალურ დარბაზში ჩატარდება, უმაგრესი ხმით და განათებით.
მოკლედ ზოგადი ხარჯი იმდენად დიდია, რომ, რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ეს საღამო უფრო საიმიჯოა, ვიდრე კომერციული, რადგან დარბაზში ადგილები შეზღუდულია… მადლობა რომ ბილეთების უდიდესი ნაწილი უკვე გაყიდულია.
ნუ მთაგავთ სიგიჟე პოსტებში, სადაც გგონიათ, რომ ეს უბრალოდ კონცერტის ბილეთის ფასია…
პ.ს.რაც შეეხება ქოლფლეის 50 ევროიან კონცერტს ასი ათას კაციან სტადიონზე: მაგაში არც ფრენა შედის, არც რედისონ ქოლექშენში დარჩენა, არც საახალწლო გულავი თავისი დიჯეებით.
შევხდეთ 2020 წელს ლაღად და ბედნიერად”! – წერს მომღერალი.