რატომ უჩივის რიანა მამამისს სასამართლოში

ბარბადოსელი ვარსკვლავი რიანა მამამისსა და მის ბიზნესპარტნიორს სასამართლოში უჩივის.
რიანა მამამისს, რონალდ ფენტის მისი სავაჭრო ნიშნის უკანონო გამოყენებაში სდებს ბრალს.
საქმე ისაა, რომ რიანამ 2017 წელს კომპანია დაარსა, რომელსაც საკუთარი გვარი Fenty უწოდა. მოგვიანებით რიანას მამამ შექმნა სააგენტო, რომელსაც Fenty entertainment დაარქვა. სარჩელში აღნიშნულია, რომ მომღერალმა მამას მისი კომპანიის სახელის გამოყენების შეწყვეტისკენ მრავალჯერ მოუწოდა, თუმცა რონალდმა ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა. რიანა ამბობს, რომ ამ ფაქტმა მას მილიონობით ზარალი მიაყენა და მოითხოვს, მამამისს მისი კომპანიის სახელის გამოყენება აეკრძალოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები