ფრანგი მსახიობი პიერ რიშარი ინტერვიუში თავის შემოქმედებაზე საუბრობს. როგორც აღმოჩნდა, მსახიობს იმ ფილმებიდან, რომელშიც თავად მონაწილეობდა, ყველაზე მეტად „სათამაშო“ უყვარს. ამისათვის პიერ რიშარს პირადი მიზეზი აქვს. როგორც მსახიობი იხსენებს, ბავშვობაში ისიც ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირის პრეზიდენტის, ლამბარ კოშეს ვაჟის მსგავსად, მდიდარი ადამიანის შვილი იყო.
„ჩემი საყვარელი ფილმია „სათამაშო“, რომელიც ჰგავს ჩემს ცხოვრებას. ბავშვობაში მდიდარი ადამიანის შვილი ვიყავი და ერთადერთი, რაც არ მყოფნიდა, ეს ყურადღება და გრძნობები იყო. მე და მამასაც ფილმში ასახული ურთიერთობების მსგავსი დამოკიდებულება გვქონდა. მგონია, ამ ისტორიის მთავარი გზავნილი ისაა, რომ არ არსებობს სათამაშო, რომელიც ბავშვს მშობლების ყურადღებას და სითბოს შეუცვლის“,- აცხადებს პიერ რიშარი.
Next Post
სხვა სიახლეები