რატომ ტოვებენ Victoria’s Secret-ს ცნობილი მოდელები?

Victoria’s Secret-ი ისეთმა მოდელებმა დატოვეს, როგორებიც მირანდა კერი, კარლი კროსი და დაუტცენ კრუსი არიან. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ანაზღაურების შემცირება და სამუშაო დროის ზრდაა. კომპანიის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ კარლი კლოსმა უკვე გააუქმა კონტრაქტი, თუმცა ამის მიზეზად მოდელის დროს სიმცირეს ასახელებენ. რაც შეეხება დაუტცენ კრუსს, მისი წარმომადგენელი “ტვიტერზე” წერს, რომ მოდელის Victoria’s Secret-იდან წასვლა სხვა შემოთავაზებას უკავშირდება.

ყვითელი ჟურნალების ცნობით, შემდეგი მოდელი, რომელიც Victoria’s Secret-ს დატოვებს, ალესანდრა ამბროსიო იქნება.

კომენტარები

სხვა სიახლეები