გერმანული როკ-ჯგუფის “რამშტაინის” ვოკალიტმა ტილ ლინდემენმა, მიუნხენის ერთ-ერთ ბარში გულშემატკივარს ყბა მოტეხა.
ვოკალისტი ბარში მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. ლინდემენის მეგობარს უცხო მამაკაცმა “ფლიტრაობა” დაუწყო, რამაც მომღერლის გაღიზიანება გამოიწვია. მან რამდენჯერმე სთხოვა უცხო პიროვნებას გასცლოდა მათ მაგიდას, თუმცა ამაოდ, მან გოგონასთან სელფის გადაღება მოინდომა, რის შედეგადაც ლინდემენი მასთან მივარდა და სცემა. ცემის შედეგად უცხო მამაკაცს ვოკალისტმა ყბა მოტეხა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით “რამშტაინის” ვოკალისტს კომენტარი არ გაუკეთებია.