ცნობილმა ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა, ლევან ჯავახიშილმა მეუღლეს, ასევე ჟურნალისტ მარიამ ოშხნელს ემოციური პოსტი მიუძღვნა და დაბადების დღე მიულოცა:
“რატომ მიყვარხარ? რთული კითხვაა, ჩემო გოგო. იმიტომ არა, რომ არ ვიცი; იმიტომ, რომ ბევრი მიზეზია და, ალბათ, მთელი დღე არ მეყოფა ჩამოსათვლელად. თუმცა, მოკლედ შევეცდები. მიყვარხარ იმიტომ, რომ ჩემი ყველა ხარ; ქალი, რომელზეც ვაფრენ და არ აქვს მნიშვნელობა, ახალი გაღვიძებული ხარ თუ გამოპრანჭული. ქალი, რომელიც ამ დრომდე ჩემთვის გამოცანა ხარ და წიგნივით გკითხულობ. მიყვარხარ იმიტომ, რომ ნაჩხუბრებიც რომ ვიყოთ, მაინც შენ გეძებ, ჩემი სიძლიერე ხარ და იმიტომ. ჩემი ტკივილიც ხარ.. ჩემი ბედნიერებაც.. ჩემი ღიმილიც და ცრემლიც.. როცა ჩემ გვერდით ხარ, სექტემბრის ზღვასავით დამშვიდებული ვარ.. მართლა მაბოდებს შენზე… არ ვიცი, როგორ ან რატომ, მაგრამ გულში გამითენდი ერთ დღეს და ის წუთები მარადისობად არის ქცეული… გილოცავ დაბადების დღეს”, – წერს ლევან ჯავახიშვილი.