რატომ მიაბეს ბეტონის ბლოკს 15 თვის ბავშვი?

ამ ფოტომ, რომელზეც 15 თვის გოგონა ბეტონის ბლოკზეა მიბმული, ინტერნეტსივრცე შოკში ჩააგდო. სურათი ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქშია გადაღებული. გოგონამ, სახელად შივანმა 40-გრადუსიან სიცხეში ასფალტზე ბეტონის ბლოკზე თოკით მიბმულმა მთელი დღე გაატარა.
ყველაზე საშინელი ისაა, რომ ბავშვს ყურდღება არავინ მიაქცია. ბოლოს ვიღაცას მაინც გაუჩნდა კითხვა, რატომაა ეს ბავშვი ქუჩაში დაგდებულიო.
აღმოჩნდა, რომ გოგონას ასე საკუთარი მშობლები მოექცნენ. ისინი მშენებლობაზე მუშაობენ მთელი დღის განმავლობაში და დღე-ღამეში მხოლოდ 3,7 დოლარს იღებენ. ეს ფული მათ მხოლოდ საჭმელად ყოფნით და ძიძის აყვანა არ შეუძლიათ.
„ჩვენ სახლშიც ვერ ვტოვებთ ბავშვებს, რადგან მუდმივად გადავდივართ სხვადასხვა ქალაქში სამშენებლო ბრიგადასთან ერთად. ღამეს კარვებში ვათენებთ. დღისით დრო არ მაქვს, რომ პატარებს მივხედო, ამის გამო ხომ შეიძლება სამსახური დავკარგო! ახლა კაბელებს ავტოტრასის გასწვრივ ვჭიმავთ და მეშინია, რომ ბავშვებს მანქანებმა არ დაარტყან. უფროსი ვაჟი უკვე 5 წლისაა და ხვდება, რომ ფრთხილად უნდა იყოს. შივანი კი პატარაა და მანქანის ქვეშ რომ არ მოჰყვეს, იძულებული გავხვდი, ბეტონის ბლოკზე მიმება“, – განაცხადა დაბმული გოგონას დედამ, 23 წლის სარტა კალარამ.
საქველმოქმედო საზოგადოება Save the Children India-ს აქტივისტებმა ინდოელი ბავშვების პრობლემის მიმართ მთელი მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა გადაწყვიტეს. მათი მონაცემებით, ინდოეთში 40 მილიონი მშენებილია, მათ შორის 1/5 კი ქალია. ამ მშენებლების უმრავლესობას შივანის დედის მსგავსი პრობლემები გააჩნია.

კომენტარები

სხვა სიახლეები