რატომ იყიდა დანიის სახელმწიფომ აქლემი 4 სპილოსთან ერთად – პრემიერმა მოხსენების დროს სიცილისგან თავი ვერ შეიკავა (ვიდეო)

დანია იმ 30 ქვეყნას მიეკუთვნება, სადაც ​ ცირკში გარეული ცხოველის გამოყენებაზე გარკვეული შეზღუდვები არსებობს და კონკრეტული აკრძალვები შესაძლებელია კანონის დონეზე ჩაიწეროს.

ცირკი ეს არის ადგილი, სადაც ცხოველებს აიძულებენ მათთვის არაბუნებრივი მოქმედებები შეასრულონ. მაგალითად, სპილოს გასაწვრთნელად გამოიყენება საჩხვლეტი და კაუჭა ინსტრუმენტები. თუმცა, დანიაში მოხვედრილ სპილოებს ასეთი სერიოზული ტრავმის გადატანა აღარ მოუწევთ.

სწორედ ამ საკითხზე მსჯელობის დროს დანიის პარლამენტარებმა საკმაოდ იხალისეს. ქვეყნის პრემიერმა, მეტე ფრედერიკსენმა დეპუტატებს ანგარიში ჩააბარა, რატომ იყიდა სახელმწიფომ რამბოლინის, ლარას, ჯუნგასა და ჯენისთან ერთად აქლემიც. გადაწყვეტილება წინასწარ არ იყო შეთანხმებული და სწორედ ამიტომ, პრემიერს ახნა-განმარტებების გაკეთება მოუწია. როგორც მეტე ფრედერიკსენმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დანიის სახელმწიფოს აქლემის ყიდვა მოუწია, რადგან არ მომხდარიყო მანამდე დამეგობრებულ სპილოსთან მისი დაშორება.

პრემიერ მინისტრმა მოხსენების დროს სიცილისგან თავი ვერ შეიკავა და სხდომაზე მყოფი პარლამენტარებიც აიყოლია.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები